პოლონეთი გადადი ლინკზე იტალია თურქეთი
Posts
Showing posts from March, 2020
- Get link
- X
- Other Apps
ეს კი რუსუდან მასწავლებლისგან დავალება : წიგნში - გვ. 101 გახდით მასწავლებლები, გადმოწერეთ ამ გვერდზე მოცემული ტოლობები და უტოლობები,შემდეგ გაარკვიეთ ,რომელია სწორი , მცდარს გაუსვით წითელი ხაზი ( ან ნებიემიერი ფერის) გრძელ რვეულში : გვ 87 კიდევ და კიდევ გიმეორებთ, რომ გადაანაწილეთ დავალება...( იმედია სახლიდან ვზომავ დავალების რაოდენობას, თუ ბევრი მოგეჩვენათ, მომწერეთ, რომ შევამცირო) განიხილეთ გვ. 102 მონაცემების შეტანა ცხრილში : სანამ წიგნს გადაშლიდეთ მოდით დავთვალოთ რამდენი შავი ფერის ფისოა? დამეთანხმებით რომ 6-ია, ახლა კი მონაცემები მე გადავიტანე ცხრილში . (დავაკვირდეთ ცხრილს და შავი ფისოს გასწვრივ ჩავხატოთ ნებისმიერი სიმბოლო , არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ჩვეულებრივი ხაზი თუ x - იქს სიმბოლო..) რამდენი შავი ფისოცაა ჩავხატე იმდენივე სიმბოლო, გადამიმოწმეთ რამდენად სწორად მაქვს შესრულებული დავალება....ახლა კი დაითვალეთ თეთრი ფისოები და შეამოწმეთ ცხრილში შეტანილი მონაცემები.... ახლა კი გადაშალეთ წიგნი და განიხილეთ დავალებები.... ერთი მსგავსი თავად მოიფიქრეთ, შექმენით
- Get link
- X
- Other Apps
პროექტის შესახებ ეს პროექტი პოზიტიურობას, გართობასა და ჰარმონიას ეხება. კოვიდ -19-ის კრიზისის დროს, შიში და დაძაბულობა დომინირებს ახალ ამბებსა და სოციალურ მედიაში. ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ ჩვენი მოსწავლეების გარ\ტობა ,მხიარულება და პოზიტიური გარემოს შექმნა. ბავშვებისთვის გვინდა შევქმნათ ონლაინ პლატფორმა, რომელიც სავსეა გართობით, პოზიტივითა და ჰარმონიით. ბევრი სტუდენტი იმყოფება სახლში და არ იღებს განათლებას, ვერ გადიან სკოლებში. ამის გამო, ჩვენ ვერ დავადგენთ უმაღლესი საგანმანათლებლო მიზნებს, მაგრამ შეგვიძლია სამყაროში გართობა და პოზიტივი მოვიყვანოთ. #ერთადსახლში #togetherathome მიზნები: მოსწავლე შეძლებს რამდენიმე სიტყვის შესწავლას უცხო ენაზე. მოსწავლე შეძლებს საკუთარი თავის პრეზენტაციას:ნახატით ან ვიდეორგოლით.(ნახატი უნდა შეიცავდეს ქვეყნის დროშას და მოსწავლის სახელსა და გვარს) იმის გამო, რომ თითქმის ყველა სკოლა დახურულია, ეს სავარჯიშოები შესრულდება სახლში. 1. ეს მე ვარ ჩვენი მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას ვიდეო / სურათს, რომელშიც ისინი გააცნობენ სხვა სკოლებს. 2.
- Get link
- X
- Other Apps
მოგესალმებით...ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ...ჩემ გვრიტებს ბევრი ❤-ები ჩემგან....მენატრებით.... კიდევ ერთი საინტერესო ევროპული გამოწვევა ჩემო ბარტყებო. გამომდინარე იქიდან,რომ სხვადასხვა ქვეყვებში,ისევე ,როგორც ჩვენთან სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს.შევჯერდით რამდენიმე ქვეყანა და გადავწყვიტეთ პროექტების დისტანციურად განხორციელება. #დარჩისახლში და არ შეწყვიტო სწავლა!❤. დედიკოებო, დაეხმარეთ სახელისა და გვარის ინგლისურად დაწერაში,რომ წარადგინონ საკუთარი თავი...(ჯერ დაეხმარეთ,აი მერე რომ დაფრთიანდებიან ნახავთ ❤❤❤ გთხოვთ,ხვალ და ზეგ გადმომიგზავნოთ ვიდეო ან ნახატი,სადაც წარმოადგენთ თქვენ თავს. ეს კი დავალებები... მწვანე წიგნიდან გვ26 "პეპელა და ფუტკარი" კარგად კითხვით...შესაბამისი ინტონაციითა და სასვენი ნიშნების დაცვით. კითხვებს უპასუხე ზეპირად სიტყვის კონა გაიაზრეთ(სინონიმები-მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებია) გვ27 გამოცანა გადაიწერე რვეულში და გამოიცანი, პასუხი კი ჩახატე 🦋 ჩასვი გამოტოვებული სიტყვა და გადაიწერე რვეულში. გადადი ლინკზ
- Get link
- X
- Other Apps
მოგესალმებით...მშვიდობასა და მხნეობას გისურვებთ..ეს კი რუსუდან მასწავლებლისგან დავალება განვაგრძოთ მუშაობა : წიგნში გვ.99-100 შევავსოთ საგნები ოცამდე...წიგნში მოცემულ დავალება შევასრულოთ პატარა რვეულში , ხოლო გრძელ რვეულში გვ.85-86 დაიხმარეთ ჩხირები : დედიკოებო! უკარნახეთ რიცხვი და დააწყონ იმდენივე ჩხირი , სთხოვეთ შეავსონ 20 - მდე ...ასე განაგრძეთ...დროთა განმავლობაში ზეპირადაც ჰკითხეთ...... გადადით ლინკზე და შეამოწმეთ თქვენი ცოდნა ....გაიწაფეთ (გაითვალისწინეთ) კლასი https://logicmeter.com/index.php?module=math_user&page=skills&grade_number=1&grade_id=2
- Get link
- X
- Other Apps
მოგესალმებით!მშვიდობიან კვირას გისურვებთ! უფლის მფარველობა თითოეულ ჩვენთაგანს!ყველაზე მეტად გვესაჭიროება❤❤❤ Teams-ში გააქტიურებულია თითოეული მოსწავლე...ნახეთ ჩემი მოწერილი და დაადასტურეთ პასუხით.... ეს კი დავალებები ჩემ გვრიტებს...მოსაწყენად რომ ვერ მოიცალონ.... მწვანე წიგნიდან გვ21. " სახლი" გაწაფულად კითხვით... გვ22მოცემულ კითხვებს ზეპირად გაეცით პასუხი...იმსჯელეთ... შენც დახატე შენი სახლი,მითხარი რატომ გიყვარს?ყველაზე მეტად რომელი ადგილი მოგწონს და რატომ? გვ 22 შეასრულეთ შემდეგი დავალებები. ყველას გვაქვს ოცნება...დახატე შენი ოცნების სახლი...სკოლაში დაბრუნებულები კი ერთად ვიმოგზაურებთ ერთმანეთის ოცნების სახლებში... მწვანე წიგნიდან გვ23 ტექსტი "დაიკო და ძამიკო"კარგად კითხვით ,იგულისხმება სასვენი ნიშნებისა და ინტონაციის დაცვა.გვ24-ზე მოცემულ კითხვებს გაეცით პასუხი გასააზრებლად. დასაწერად: დიდ რვეულებში გვ56 მოცემული დავალება გადაიტანეთ რვეულში. მწვანე წიგნიდან გვ25 "ქეთოს მერცხალი"- გაიწაფეთ კითხვაში(სურვილისამებრ
- Get link
- X
- Other Apps
განვაგრძოთ მუშაობა... წიგნიდან გვ. 97 ,,შეკრება ათეულის წარმოქმნით'', ალბათ დამეთანხმებით რომ ეს საკითხიც განხილული მაქვს წინსწრების მეთოდით... წიგნიდან დავალება შეასრულეთ პატარა რვეულებში - ქვემოთ მოცემული მაგალეთები . გრძელ რვეულში : გვ. 83. ვისაც კითხვა გაგიჩნდებათ გელოდებით მესენჯერში ....( კიდევ ერთხელ გთხოვთ ვისაც არ აქვს შექმენით ელექტრონული ფოსტები) იმეორეთ განახევრება- გაორმაგება... რამდენ სამკუთხედს ხედავთ? ქართველი მხედართმთავრები ერეკლე II (1720-1798) ერეკლე II, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში. თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ VI-ის ასულის თამარ დედოფლის შვილი. დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა დამარბეველი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. 1737-1739 წლებში იმყოფებოდა ნადირ-შაჰის კარზე და მონაწილეობა მიიღო ინდოეთში ლაშქრობაში. გორგასალი(სპარსულად მგლისთავას ნიშნავს) ვახტანგ გორგასალი — ქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში. „გორგასა
- Get link
- X
- Other Apps
მოგესალმებით! მინდა განაგრძოთ მუშაობა განახევრება- გაორმაგებაზე ზეპირად...როგორც წესი ბავშვებს გაორმაგება უფრო უადვილდებათ ვიდრე განახევრება, მაგრამ ეს დროებითია ....მუშაობით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას... განახევრება- გაორმაგება 20-ის ფარგლებში უნდა იცოდნენ ზეპირად... მოდით შევცვალოთ კითხვა : მაგალითად : რომელი ორი ტოლი რიცხვის ჯამია - 2? ე.ი. თუ 2-ს გავანახევრებთ რას მივიღებთ? მსგავსი კითხვები დაუსვით შემდეგ რიცხვებზე: 4,6,8,10,12,14,16,18,20 გააორმაგეთ 1,2,3,4,5,6,7,8,9,10 ყველა რიცხვს ვერ გავანახევრებთ , რატომ? როგორი რიცხვების განახევრება შეგვიძლია?
- Get link
- X
- Other Apps
სსიპ ქაალაქ თბილისის N 105 საჯარო სკოლის Iგ კლასის მოსწავლეები უერთდებიან საერთაშორისო კამპანიას - "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს". მიუხედავად ქვეყანაში არსებული ვითარებისა , დისტანციური სწავლების დახმარებით, მშობელთა აქტიური ჩართულობითა და ჩემი პატარების მონდომებით, ტრადიცია არ დაიღვა და ჩვენ კვლავ ერთად ვართ. .... გაიღიმეთ! ყველაფერი კარგად იქნება !
- Get link
- X
- Other Apps
გავიმეოროთ ნასწავლი მასალა. რა მოქმედება სრულდება გაორმაგების დროს? უპასუხე კითხვებს.... გადავიდეთ განახევრებაზე გვ. 96. - იმუშავეთ ამ გვერდზე. პატარა რვეულში შეასრულეთ ამ გვერდზე მოცემული დავალებები....რა მოქმედება შესრულდება განახევრების დროს?( გამოიყენეთ ჩხირები) დედიკოებოოო! თუ თვლით რომ რაიმეს ისე ვერ ართმევენ თავს და ეს ბუნებრივიცაა,სანერვიულო არაა,მთავარია ჯანმრთელობა ,ამ თემებს ჩვენ დავუბრუნდებით, ვეცადოთ რასაც გავივლით ვიმეოროთ ხალისით თამაშის დროს თუნდაც....
- Get link
- X
- Other Apps
ეს კი სერთიფიკატი ევროპიდან.....წარმატებები ჩემო პატარებო! ყველაფერი გაივლის და ისევ შევძლებთ აქტიურად ჩართვას სხვადასხვა პროექტში...ამ ეტაპზე კი ინტერნეტის საშუალებით მომაწოდეთ მასალა.... მოგესალმებით...აღნიშნნული დავალებები მოიცავს შემდგომ პერიოდს:18.03- დან 22.03-ის ჩათვლით.გთხოვთ გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება და ერთმანეთის დახმარებით წარმატებით გავართვათ თავი. მწვანე წიგნიდან გვ12 "ცრუ " გაიწაფეთ კითხვაში. დასაწერად- გვ13 რატომ არ დაუჯერეს გლეხებმა ბიჭს? დანარჩენ კითხვებს უპასუხონ ზეპირად. დავალება N4 "დაალაგე თანმიმდევრობით" - დაალაგონ და გადაიწერონ პატარა რვეულებში. დიდ რვეულებში გვ 50 შეავსეეთ სრულად. ფოტოზე მოცეული დავალებები გადაიტანეთ რვეულში. გადადით ლინკზე და გახალისდით... იგავ-არაკი - ზნეობრივ დამრიგებლური ხასიათის ნაწარმოები. მწვანე წიგნიდან გვ 14 "ბერიკაცი და ნამყენი" კარგად კითხვით დასაწერად: გვ 15 ამოიკითხე ტექსტიდან - როგორ დაარიგა მოხუცმა შვილიშვილი? (დასაწერად პატარა რვეულებ
- Get link
- X
- Other Apps
არ მოიწყინოთ ჩემო ძვირფასებო... მათემატიკა : გვ 94 - რიცხვით ღერძს ძალიან კარგად ცნობენ ჩემი პატარები, აქაც წინსწრებით მაქვს ნამუშევარი.... გრძელ რვეულებში: გვ. 80.81 (მომყევით მე, უფრო მეტს ნუ შეასრულებინებთ რვეულში, მეტის მუშაობა თუ გინდათ, მსგავსებზე ავარჯიშეთ, ახაზინეთ რვეულში სახაზავით სხვადასხვა ფიგურები , გაივარჯიშონ ხელი) კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა.. ფერადი ფანქრები ჭინჭარი მოცემული ტექსტების წაკითხვაში ჩაერთეთ მშობლებიც. ტექსტის წაკითხვამდე მიეცით მკაფიო ინსტრუქცია,რომ ყურადღებით მოისმინონ,უნდა დაასურათონ....წაუკითხეთ სამჯერ.... პატარა რვეულებში დააწერონ ტექსტის სათაური და დაასურათონ....
- Get link
- X
- Other Apps
მიყვარხართ და მენატრებით ! იმუშავეთ გრძელ რვეულებში:გვ. 79.80 წიგნიდან:გვ 90, 91,92 ამ თემებზე წინსწრებით მაქვს ნამუშევარი... განასხვავეთ წრე და წრეწირი... საზღვარს წრის შიდა და გარე არეებს შორის ჰქვია წრეწირი... გაიმეორეთ როგორი გეომეტრიული ფიგურაა სამკუთხედი,მართკუთხედი,კვადრატი. რა განსხვავებაა მართკუთხედსა და კვადრატს შორის...ასევე გაიმეორეთ მონაკვეთი,სხივი,წრფე, რაგანსხვავებაა მათ შორის?
17.03.-18.03
- Get link
- X
- Other Apps
დავალება:მწვანე წიგნიდან გვ10 წაიკითხეთ და გაიაზრეთ დაამზადეთ ორი ბარათი,ჩააწებეთ რვეულში: ა)ბიბი მადლობას უხდის უზარს ბ)რინომ ბოდიში მოუხადა (მითითებულია გვ10-ის ბოლოში) დასაწერად:უპააუხე კითხვებს(კითხვა არ გადაწეროთ) 1)ვინ არის უზარი და სად ცხოვრობს?გაიხსენეთ 2)რისთვის ემზადება უზარი? 3)რა უსურვა რინომ უზარს? დიდ რვეულშიგვ48 მიულოცე დაბადების დღე მეგობარს! 7 მარტს კლასში ორი იუბილარი გვყავდა,არ მოგვეცა საშუალება რეალური ცხოვრება საგაკვეთილო პროცესთან დაგვეკავშირებინა,თუმცა გვიანი არც ახლაა....(შეარჩიეთ ვის მიულოცავთ:ცოტნეს თუ ნიკოლოზს... და გადაიწერეთ პატარა რვეულებში. ეტაპობრივად დავდებ დავალებებს.....დედაენიდან განაგრძეთ კითხვა....
16.03
- Get link
- X
- Other Apps
მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო! ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა! მომენატრეთ,მომენატრა ჯანსაღი გარემო,სადაც ყველა ერთობლივად ვფუსფუსებდით...ვიმედოვნებ, მალე დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს... 💓💓💓💓💓 სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებიდან გამომდინარე დისტანციური სწავლების მეთოდს გთავაზობთ,აღნიშნული მეთოდი დიდი ხანია გამოიყენება ევროპის ქვეყნებში.გთხოვთ სრული პასუხისმგებლობით მოეკიდოთ აღნიშნულ დავალებებს და ყურადღებით შეასრულოთ. ახლა კი, რაც შეეხება დავალებებს.ორშაბათიდან დაიდება ახალი დავალებები,რომელსაც ყოვრლდღიურ რეჟიმში შეასრულებენ ბავშვები.დედაენიდან წასაკითხი და მოსაყოლი ტექსტები რჩება დავალებად.სიტყვები,რომელიც ტექსტების ქვემოთ არის მოცემული ისწავლონ. 16.03.2020 მწვანე წიგნიდან გვ:8 ზეპირად სასწავლად გვ 9-ზე "სიტყვის კონა ზეპირად დასაწერად : პატარა რვეულებში შეასრულონ გვ 9 ზე მოცემული დავალებები: შეადგინე სიტყვები" და "ტექსტის მიხედვით უპასუხე,ვინ რას აკეთებს?" ახლა კი მომდევნო დავალებები: მათემატიკა: 20-ის ფარგლებში განამტკიცეთ წინა და მ
- Get link
- X
- Other Apps
ეს კი ახალი დავალება რუსუდან მასწავლებლისგან.... მათემატიის გრძელ რვეულებში იმუშავეთ : გვ. 73,74,75,76,77 ( მიყევით აქ მოცემულ დავალებებს , წინსწრებით სხვა არ შეასრულოთ) როდესაც დაბრუნდებით ამ მასალას გავიმეორებთ და განვამტკიცებთ! ( ეს დავალებებია 16 რიცხვამდე, იმედი მაქვს არდადეგები აღარ გაგრძელდება) ეს კი სიყვარულით ჩემგან❤ უყურეთ ქართულ ფილმს "მანანა"
- Get link
- X
- Other Apps
ეს კი დაპირებული დავალება რუსუდან მასწავლებლის დავალებას მაქსიმალურად მიაქციეთ ყურადღება....გაიწაფინ ანგარიშში.. წიგნიდან გვ 84,8586,87,88 -გაეცით კითხვებზე პასუხი.იმეცადინეთ ამ გვერდებზე მოცემულ საკითხებზე,გამოიყენეთ ჩხირები...ამ გვერდებიდან რაც რვეულშია შესასრულებელი (დაწერეთ პატარა რვეულში)💗💗💗💗ქართულში იკითხეთ ტექსტები....გაიწაფეთ ი მ ე ც ა დ ი ნ ე თ💗 გადაამოწმეთ ხოლმე ბლოგი... დავალებები,რომელიც არდადეგების განმავლობაში დაიდება აუცილებლად ჩავიბარებ 16მარტს....ყოველ დავალებას მიუთითეთ თარიღი..... 1.დედაენიდან ყოვედღიურად მინიმუმ 10ჯერ წაიკითხონ ტექსტი.დღეში ერთი ტექსტი საკმარისია...მეორე დღეს თხრობით,მანამ სანამ ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით არ შეძლებს მოყოლას.... გრამატიკული ნაწილი. 1.მოიფიქრეთ საგნის აღმნიშვნელი5სიტყვა,რომელსაც დაესმის კითხვა ვინ? და 5სიტყვა,რომელსაც დაესმის კითხვა რა? 2. ყოველი წაკითხული ტექსტიდან ამოიწერეთ 5-5 მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა და დაუსვით შესაბამისი კითხვები. 3. საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებს ანტონიმე