1.ზაფხულის არდადეგების ნაყოფიერად გამოსაყენებლად გიგზავნით საკითხავ ლიტერატურას. სურვილისამებრ შეარჩიონ და ყოველდღიურად,მთელი დღის მანძილზე ჯამურად ერთი საათი იკითხონ.
2.ტექსტის გაგება -გააზრებისა და ლექსიკური ერთეულების მიზნობრივად გამოსაყენებლად შეასრულეთ ტესტები: ხაზარაძე-ფირცხალავას ავტორობით
3. ინტეგრირებულად ქართულში,მათემატიკასა და ბუნებაში მოსწავლეებმა იმუშაონ “სტარტის”ტესტებში
მათემატიკა:მოსწავლეებმა დაშლით,როგორც წერილობით ასევე ზეპირად იმუშაონ რიცხვთა შეკრება-გამოკლებაზე,
ამოცანათა შედგენასა და ამოხსნაზე.სქემების შედგენა და ამოხსნაზე.
მათემატიკაში 10 მაგალითი დაშლით . ხუთი მიმატებაზე , ხუთი გამოკლებაზე. დახაზონ ორი სხვადასხვა სიგრძის მონაკვეთი.
ქართულში, კაპიტანის ნამბობიდან შექმნან ილუსტრაცია(როგორ დაიმეგობრა დელფინი)ამბავი ზეპირად მოიფიქრონ ისე,რომ
შეძლოს პრეზენტაციის გაკეთება.
01.05
ტექსტიდან ამოიწერეთ ერთი თხრობითი და ერთი კითხვითი წუნადადება.
დახატე “ჯადოსნური ყუთი” და შიგ მოათავსე ჯადოსნური სიტყვები
მათემატიკა : წიგნიდან გვ73 - ის 2,3
( ამოცანები ჩაწერონ მოკლედ და ამოხსნან)
30.04
მათემატიკა : რვეულში გვ. 38
გაარკვიონ ამოცანაში რომელია ამოცანის პირობა, რომელია კითხვა, რა მოქმედება უნდა შეასრულოს კონკრეტული ამოცანის ამოხსნისას ( მიმატება თუ გამოკლება, რატომ? ) შეადგინონ გამოსახულება და გასცენ ამოცანას პასუხი.
არ შემოიფარგლოთ მხოლოდ საშინაო დავალების დაწერით... წააკითხეთ ამოცანა და აპასუხებინეთ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებს!
ქართული
დაამზადეთ კომიქსი ტექსტის “სიტყვის ძალის “ მიხედვით
კომიქსი უნდა ასახავდეს პრობლემის მოგვარებას(ინსტრუქცია იციან.დავალებას ასრულებენ პატარა რვეულებში.
29.04
ტექსტი “ხატვის გაკვეთილზე “ კარგად კითხვით.
მის ქვემოთ მოცემულ
კითხვებს უპასუხეთ ზეპირად(არგუმენტირებულად,რატომ?)
დასაწერად:
დიდ რვეულში მონიშნული აქვთ გვ 70 #1,2
დამატებით რვეულში:
შეურჩიეთ სინონიმები:
უნებართვოდ
გაცხარდა
შეეკითხა
მოცემული კითხვის პასუხი ჩაწერეთ რვეულში:
რა შეარიგებდა დაჩის და მარიამს?
(იმსჯელე ზეპირა! ,შენ როგორ მოიქცეოდი? რამ გამოიწვია უთანხმოება?)
26.04
ქართული:
წიგნში ტექსტი “ ხატვის გაკვეთილი” კარგად კითხვით.
დასაწერად:
რატომ ატირდა მარიამი?
რა უთხრა ნინო მასწავლებელმა დაჩის?
(კითხვებს ნუ გადააწერინებთ,მაგრამ
უპასუხონ სრულად,კითხვიდან გამომდინარე)
მათემატიკა: წიგნში გვ.71 თითოეული ნომრის მიხედვით შეძლონ ამოცანის შედგენა! (ზეპირად)
გრძელ რვეულში : გვ.34- 35 დამატებით ამეცადინეთ დაშლით მიმატება-გამოკლებაზე და რიცხვების გაორმაგება -განახევრებაზე!
25.04
დასაწერად
შეურჩიეთ მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები:
არ ეშვება -
ხატვას შეუდგა -
შეაქო-
სასწავლად: მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებს სინონიმები ჰქვია.
დაასრულეთ ანდაზა და დამატებით რვეულებში ჩაწერეთ:
კარგი შვილი დედის………….. .
ტექსტი “დედის დღე” კარგად კითხვით
19.04
პატარა რვეულებში უპასუხეთ კითხვას სრულად: რატომ ტიროდა გოგონა?
18.04
წიგნში იმუშაონ 64-ე და 65- ე გვერდზე. რვეულში გვ 31 დამატებით იმუშაონ დაშლით მიმატება- გამოკლებაზე.
დღეს ქართულის გაკვეთილზე პატარა ტექსტის მიხედვით შექმნეს ილუსტრაცია.(იხილეთ რვეულში).
ტექსტი “ლამაზი დედა” კარგად კითხვით.
განიმტკიცონ 20-ის ფარგალში დაშლით მიმატება-გამოკლება.
ინგლისური
გადაუმოწმეთ ყოველთვის ინგლისურის გაკვეთილზე საჭირო რიცხვები.მუდმივად სჭირდებათ.
ჩაუდეთ წიგნში და აღარ დარჩებათ.
ქართული
მოიფიქრეთ პატარა ამბავი ილუსტრაციის მიხედვით.პერსონაჟებს დაარქვით სახელები.
დასაწერად დიდ რვეულში გვ 67#4,5
16.04
დღის მხიარული დასასრული!
ქართული
უპასუხეთ სრულად და ჩაწერეთ პატარა რვეულებში :რატომ არ ეშინოდა ენძელას ზამთრის?
ტექსტიდან ამოიცნონ რომელია ენძელას სიტყვები? ზამთრის სიტყვები?
გაიწაფონ კითხვაში.
იმსჯელეთ ზეპირად და არგუმენტირებულად.
წიგნიდან დამატებით რვეულში გვ. 62 ის N1 და გრძელ რვეულში გვ. 30
15.04
მათემატიკა
გვ. 62 ის 2, 3,4,5,6
ქართული: ტექსტი გვ 84 “ენძელა” კარგად კითხვით
დასაწერად დიდ რვეულებში მონიშნული აქვთ.
პატარა რვეულებში ამოიწერონ ქვემოთ მოცემული ტექსტიდან მხოლოდ ორ სიტყვიანი წინადადებები.დავალება შეასრულეთ პასუხისმგებლობით!
12.04
ორშაბათს ჩატარდება ოთხი გაკვეთილი.
(ინგლისურს ნუ გამოატანთ)
ქართული
ლექსი “თებერვალო “ ზეპირად
დასაწერად რვეულში გვ72 -ის 3 დაასრულონ.
ვისაც წინსწრებით ჰქონდა შესრულებული დაწეროს პატარა რვეულში.
ინსტრუქციის მიხედვით შეასრულეთ პატარა რვეულებში.
მათემატიკა:
წიგნიდან გ. 60-ის #6,7,8
11.04
მათემატიკა
ამ დავალებას შეასრულებენ დამატებით რვეულში, ხოლო გრძელ რვეულში გვ29
10.04
ქართულში დასაწერი დავალება იციან!
გადაუმოწმეთ დღევანდელი დავალება,ვისაც არ ჰქონდა პასუხისმგებლობით შესრულებული,შეასრულოს თავიდან პატარა რვეულში.(მითითებული აქვს)
სკოლში წამოსვლამდე გადაამოწმეთ ჩანთა,რვეული რომ არ აქვს ბავშვს, სად დაწეროს დავალება?
07.04
მოცემული ქუჩაში მოძრაობის წესები წარმოადგინეთ საინტერესოდ!გამოიყენეთ ფერადი ფურცლები.
ოთხშაბათს საჩვენებელი გაკვეთილია!
დიდ რვეულში გვ 70-ის #3
დავალება : გრძელ რვეულში გვ.28
05.04
ქართული
ამოხსნან მოცემული რებუსი და ჩაწერონ პატარა რვეულებში.
დიდ რვეულში გვ60 # 1,2
წიგნში მონიშნული აქვს ზეპირად რაზეც აქვთ სამუშაო.
მაგალითები შეასრულონ დაშლით, ისე როგორც ვიმუშავეთ კლასში!
04.04
მათემატიკა: წიგნში გვ.54, 55, 56
დავალება დიდ რვეულში გვ .26 და 27 ყურადღება გავამახვილოთ რიცხვის დაშლით მიმატებაზე !
03.04
მათემატიკა
დავალება წიგნიდან გვ 53 ის N5 დამატებით რვეულში ასევე დახაზონ შეკრული მრუდი .შიდა არეში მონიშნონ 2 წერტილი და გარე არეში 1 წერტილი.
2.04
ქართული
იციან!
მათემატიკა: წიგნში გვ. 51 ივარჯიშონ ზეპირად . განიმტკიცონ რიცხვების განახევრება-გაორმაგება. გამოვიკითხე დღეს ზოგმა ძალიან კარგად მიპასუხა , ზოგს განსამტკიცებელი აქვს !
დასაწერად რვეულში გვ. 25
ქართული
დიდ რვეულში გვ 62 #7,8
გვ 66
წიგნში გვ 78 კარგად კითხვით.
ტექსტში მოცემული უცხო სიტყვები განიმტკიცონ.(ნაცვლად-მაგივრად
შეყუჟული-შემალული)
ხელოვნების გაკვეთილზე სჭირდებათ საძერწი საშუალება!გთხოვთ იყავით ყურადღებით ჩანთის ჩალაგებისას.
მათემატიკა :წიგნში გვ. 50 -51
რვეულში : გვ. 24
განახევრება -გაორმაგება ზეპირად
29.03
მათემატიკა:
წიგნიდან - გვ. 42-43-44-45-46 -გაიხსენეთ გეომეტრიული ფიგურები და უპასუხეთ კითხვებს !
დავალება გრძელ რვეულში : გვ.22
ქართული
დაასახელებინეთ წელიწადის დროები,თვეები ზეპირად,შემდგომ შეასრულონ დავალება.
28.03
მათემატიკა
წიგნიდან: გვ. 42-43 უპასუხონ ზეპირად. დავალება შეასრულონ გრძელ რვეულში გვ. 20- 21
ქართულის დიდ რვეულებში გვ48-ზე კომპლექსური დავალების ფარგლებში შეასრულეს შემდეგი სამუშაო.
მიზანი:კონცენტრირება,პერსონაჟზე დაკვირვება და ანალოგის შექმნა.
იხილეთ შედეგები რვეულებში!
27.03
შესწავლილი ასო-ბგერების გამოყენებით მოსწავლის რვეულიდან პატარა რვეულებში ამოიწერეთ სამი სამსიტყვიანი წინადადება.
26.03
მოცემული ასო-ბგერები დაალაგეთ ისე,რომ სიტყვა მიიღოთ:ამთ, კითო,ზივა,დადე. ჩაწერეთ პატარა რვეულებში
წიგნში “ჩიტის ბუდე” ორივე ნაწილი გასამეორებლად.
წიგნში გვ 74 N1 მკითხველის პოსტერი
ფურცელზე შექმენი ილუსტრაცია გამაფრთხილებელი წარწერით,სადაც ადამიანებს მოუწოდებ ფრინველებისა და ცხოველების დაცვას საინტერესო ფრაზით.
25.03
დაწერონ ერთ-ერთი…
დამარცვლის წესები განიმტკიცონ:
სიტყვაში იმდენი მარცვალია , რამდენიც ხმოვანია.
ერთ მარცვალში ორი ხმოვანი არ შეიძლება!
ქართულში დასაწერი დავალება იციან,მონიშნული აქვთ.
გაიწაფინ კითხვასა და კითხვებზე სრული პასუხის გაცემაში.
მომავალ
ბუნების გაკვეთილზე გამოატანეთ ბუნების რვეულების მეორე ნაწილი.
ხელოვნების გაკვეთილზე დასჭირდებათ საძერწი საშუალება.
22.03
ქართული:გაიწაფონ ტექსტების კითხვაში.
დამატებით რვეულებში დამარცვლონ შემდეგი სიტყვები წერის ნორმების დაცვით.
შაშვი, მარაო, მარიამი,გემი,ზარი.
დამატებითი მასალის საკითხავად გამოიყენეთ დედაენის სახელმძღვანელო.
მათემატიკა: გრძელ რვეულში
გვ. 18 - ის 2,3,4 გვ. 19 სულ
ბედნიერ უქმეებს გისურვებთ!
21.03
მათემატიკა წიგნიდან: გვ. 39 თავსატეხიც შეასრულებინეთ ...გადაახაზინეთ შეძლებისდაგვარად და გააფერადებინეთ!
20.03
კლასში შეასრულეს მოცემული დავალება.
საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები დაუკავშირეს ერთმანეთს.
სასწავლად: საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებს ანტონიმები ჰქვია.
მათემატიკა:
მათემატიკა წიგნიდან: გვ. 33 თავსატეხი N2 ,3
გვ.37 N2 .ზეპირად შეასრულეთ N3 და ყურადღება გაამახვილეთ სიტყვებზე
( 4 წლის შემდეგ და 4 წლის წინ )
18.03
ქართულის გაკვეთილზე იმუშავეს დიდ რვეულში,გვ 53 N1,2
გაკვეთილის თემა:სკოლისაკენ ჰერი,ჰერი!
დასაწერი დავალება მონიშნული აქვთ დიდ რვეულში.
მათემატიკის დავალებაც იციან!
ხელოვნება
გაკვეთილის თემა: ცოცხალი ბუნება
მიზანი:მოსწავლემ შეძლოს ბუნების ცოცხალი ორგანიზმების დასახელება,განსხვავება და საარსებო გარემოს ამოცნობა.
ხელოვნება:მომავალ გაკვეთილზე დასჭირდებათ საძერწი საშუალება!სველი ხელსახოცები მუდმივად ჰქონდეთ ჩანთაში ხელებისა და პირადი სივრცის მოსაწესრიგებლად!
ბუნება
თემა:გარემო და ცოცხალი არსებები
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ცოცხალი არსებების მსგავსება-განსხვავების პოვნა.მათი საარსებო გარემოს დახასიათება.ცოცხალ ორგანიზმთა არსებობის აუცილებლობის მნიშვნელობაზე მსჯელობა.
არდადეგებზე შესასრულებელი დავალება:
დედაენის პირველი ნაწილის რვეული შეავსონ გვ 50-მდე.
აღნიშნული დავალებები მოსწავლეებს დაეხმარება მიღებული ცოდნის განმტკიცებაში.
დავალებების შესრულება განაგრძონ იქიდან,სადაც გავჩერდით.
გელოდებით,ორშაბათს,18 მარტს❤️❤️❤️
04.03
მათემატიკა:
გრძელ რვეულში გვ . 15
ის თევზი ოთხი მაშოსია.
29.02
მათემატიკა:დავალება მონიშნული აქვთ წიგნებში.
ქართული:წიგნში მინიშნული ტექსტი კარგად კითხვით.დასაწერი დავალება ჩანიშნული აქვთ დიდ რვეულებში.
28.02
დამატებით რვეულში საკლასო სამუშაოს მსგავსად დამარცვლინ სიტყვები:სკამი,ეზო,ზეიმი.
27.02
ხვალ ხელოვნების გაკვეთილზე დასჭირდებათ საძერწი საშუალება.
ქართული
ტექსტი კარგად კითხვით.
დასაწერი დავალება მონიშნული აქვთ დიდ რვეულში.
დამატებით რვეულში თითო სტრიქონზე გამოწერონ ხმოვანი “ა “ და “ე”
მათემატიკის დავალება მონიშნული აქვთ წიგნებში გვ 30-ზე.
იმსჯელონ რამდენით მეტია?
მომდევნო ხელოვნების გაკვეთილზე საძერწი საშუალება გამოატანეთ.
26.02
ტექსტი კარგად კითხვით.
დამარცვლონ თითოეული სიტყვა ზეპირად,დაასახელონ მარცვალთა რაოდენობა.
დასაწერი დავალება მონიშნული აქვთ დიდ რვეულში.
მათემატიკა. -ჩანიშნული აქვთ.
წიგნიდან ექნებათ დამატებით რვეულში : გვ . 29 - გადაუხაზეთ
ქართული: ტექსტი “ფისო ცაცას მეგობრები” -კარგად კითხვით
დიდ რვეულში მონიშნული აქვთ დავალება
ხალისიან უქმეებს გისურვებთ!
წინსწრებით დავალებას ნუ აწერინებთ!
მათემატიკის დავალება დიდ რვეულში აქვთ მონიშნული,მთლიანი გვერდი.
21.02
მათემატიკის დავალება ჩანიშნული აქვთ!
20.02
დავალება წიგნიდან : გვ27 N3 გვ:28 N3
19.02
ტექსტი კარგად კითხვით გვ 61-ზე “პირველად თეატრში”
განიხილეთ სიტყვები:ჟრიამული,აჟღერდა,ბჟუტავდა
დასაწერი დავალება მონიშნული აქვთ დიდ რვეულში.
!!!დამატებით რვეულში იმუშაონ წინადადების გამოწერაზე!!!
❤️ეს თეოს ოთახია.❤️ორჯერ
დაწერინეთ მხოლოდ ერთი ვარიანტი,მეორე განიხილეთ ზეპირად!
16.02
ღონისძიების სიტყვები განიმტკიცონ!
დღეს პირველად წერეს დამოუკიდებელი დაფიდან.
ყოველ
პარასკევს იქნება კვირის შემაჯამებელი წერა ქართულში სხვადასხვა სახით. ვისაც არ აქვს 12 ფურცლიანი რვეული(ახალი,გამოწერის გარეშე) გადასაკრავით იზრუნეთ რომ ჰქონდეს.
ვის რვეულსაც არ ჰქონდა გადასაკრავი გადააკარით.მოგწერთ გვარებს.
15.02
მათემატიკა
დავალება ექნებათ წიგნიდან გვ : 25 -ის N 6,7,8
ხვალ ექნებათ დამოუკიდებელი ქართულში!
გამოატანეთ პირველი კლასის რვეულები,გამოწერის გარეშე .გადააკარით გადასაკრავები.
დღეს კლასში ვიმუშავეთ პერსონაჟის რუკაზე.დაასახელეს ტექსტში მოცემული პერსონაჟები და იმსჯელეს არგუმენტირებულად.
დავალება შეასრულონ სქემის მიხედვით ილუსტრირებულ წიგნში.
გამოიყენეთ ან აპლიკაციის ხერხი ან ჩახატონ თავად შეძლებისგადვარად.
14.02
ქართული
დასაწერი დავალება მონიშნული აქვთ.
წიგნში გვ58-ზე მოცემულ კითხვებს უპასუხონ.გაიწაფონ კითხვაში და შეძლებისდაგვარად ისწავლინ თხრობით.
მათემატიკა
მათემატიკა:დავალება ექნებათ წიგნიდან გვ : 25 -ის N 2 და N 3 ის ( ბოლო ორი სვეტი) დამატებით რვეულში!
1+1, 2+2, 3+3, 4+4, 5+5, 6+6, 7+7,8+8,9+9,10+10 - ვეცადოთ დაიზეპირონ ( რას უდრის ტოლი შესაკრებების ჯამი)
13.02
ქართული
ტექსტი “ ახალი მეგობარი” კარგად კითხვით.
განიხილეთ სიტყვების მნიშვნელობები.
რამდენი აბზაცია ტექსტში?
როგორია შინაარსით პირველი წინადადება?(კითხვითი,თხრობითი,ძახილის)იპოვე ორმარცვლიანი და სამმარცვლიანი სიტყვები.
რამდენი მარცვალია სიტყვაში?(სიტყვაში იმდენი მარცვალია,რამდენიც ხმოვანია).
დიდ რვეულში გამოსაწერად ასო-ბგერა”ზ” ორ სტრიქონზე.
ღონისძიების სიტყვები დავურიგე ბავშვებს,ჩაკრული აქვთ დიდ რვეულებში უკანა გვერდზე.ისწავლონ ხვალისთვის.
ღონისძიების სიმღერები განიმტკიცონ!სიტყვები არ იციან…
მათემატიკა:დავალება ექნებათ წიგნიდან გვ : 25 -ის მხოლოდ N 1 და N 3 ის ( პირველი სამი სვეტი) დამატებით რვეულში!
12.02
მათემატიკა: დიდ რვეულში გვ:11
ინგლისური-გამოწერონ ბოლო ორი სტრიქონი,პირველი ორი კლასში შეასრულეს.
ქართული
ასო-ბგერა “ჯ” ასო-ბგერა”ტ
ტექსტი კარგად კითხვით.
დასაწერი აქვთ დიდ რვეულებში,მონიშნული აქვთ.ინსტრუქციაც იციან.
ხელოვნების მომდევნო გაკვეთილზე დასჭირდებათ მხოლოდ შავი ფერის მუყაო და კორექტორი.
გაიმეორონ. წიგნში გვ 27-ზე რა არის პეიზაჟი?
გვ38 რა არის პორტრეტი?
გვ 40 რა არის ავტოპორტრეტი?
09.02
მათემატიკა
დავალება ექნებათ დამატებით რვეულში წიგნიდან: გვ. 24 სულ.... გადაუნაწილეთ დავალება.... ერთად არ დააწერინოთ..
( გამოიყენეთ ფერადი ფანქრები)
ქართული
დიდ რვეულში გვ 52-ზე (ხე- ერთ სტრიქონზე.
ეს ხეა. -ორ სტრიქონზე
გვ54 ასო-ბგერა “თ” მონიშნული აქვთ რამდენ სტრიქონზე უნდა გამოწერონ.
სიმღერის ტექსტი ორშაბათისთვის სასწავლად,რომელიც ჯგუფში დევს.
ლექსი დედაზე განიმტკიცონ.
ბედნიერ უქმეებს გისურვებთ!❤️
08.02
მათემატიკა : გრძელ რვეულში გვ:10 სულ
დასაწერი დავალება დიდ რვეულში ჩანიშნული აქვთ.
07.02
ქართული
ასო-ბგერა “ძ” და ასო-ბგერა “ღ”
ტექსტი გვ 55 კარგად კითხვით.
დასწერად დიდ რვეულში გვ 51-ზე მონიშნული აქვთ.
დაამზადონ მისალოცი ბარათი,რომელსაც გააფორმებენ ილუსტრაციებით.(ფურცელზე)❤️
მათემატიკა: წიგნიდან გვ. 22 N 2,3,4,5 დამატებით რვეულში
06.02
ქართული
გამოწერონ დიდ რვეულში თითო სტრიქონზე.
ტექსტი “მეგობრები” შეეცადეთ გადმოსცენ ზეპირად(თხრობით)
გრძელ რვეულში გვ.9 დამატებით რვეულში დავალება შეასრულონ წიგნიდან გვ. 21 _ ის 4, 5
05.02
ქართული: დიდ რვეულში ორ სტრიქონზე გამოწერონ “აი მაია”.
მოძრავი ანბანის გამოყენებით ააწყონ შემდეგი წინადადებები.
გვ 53 განიხილეთ ზეპირად.
უპასუხეთ კითხვებს:
მათემატიკა: ერთ-ერთი ვარიანტი დააწერინეთ , მეორე კი ზეპირად გააკეთებინეთ!
ასო-ბგერა “ქ “და ასო-ბგერა “ყ”
ტექსტი კარგად კითხვით.
ქართული:გამოსაწერად რვეულებში მხოლოდ დავალების მონიშნული სტრიქონები.
მათემატიკა: წიგნში გვ: 19 ზეპირად განიხილეთ! რვეულში : გვ 8
იმეცადინეთ განვლილ მასალაზე ...ორშაბათს ვიმუშავებთ დამოუკიდებლად!
1.02
მათემატიკა
მათემატიკა: წიგნში გვ: 16-17-18 წააკითხეთ ყველა ნომერი(უპასუხონ ამოცანებს)
დავალება შეასრულონ დამატებით რვეულში წიგნიდან-გვ : 18 ( სულ)
31.01
მათემატიკა: გრძელ რვეულში შეასრულონ გვ: 6 და 7
განიმტკიცონ თვლა ორ-ორად ,სამ-სამად ზრდადობით და კლებადობით.
30.01
სიმღერების ტექსტები ისწავლონ!!!
დედა
29.01
მათემატიკა
დავალება გრძელ რვეულში: გვ.5
დამატებით რვეულში გამიწერონ თითო მწკრივი 17 და 18 . გაარკვიონ მასში რამდენი ათეული და ერთეულუა, რამდენი სრული ერთეულია. დათვალონ ორ- ორად ( 20 - მდე) ზრდადობით და კლებადობით .
ქართული
დიდ რვეულებში გვ 49 ორ სტრიქონზე კალმით გამოწერონ ასო-ბგერა “ა”
წიგნში გვ 50 ტექსტი “ჩვენი ეზოს გუნდი” კარგად კითხვით.
ბუნება: წიგნში გვ 68-69
ნახეთ ვიდეოები,დაასკანერეთ და გაეცანით სკოლაში ქცევის წესებს (გვ69)
მომდევნო ხელოვნების გაკვეთილზე დასჭირდებათ ცისფერი ფურცელი ,წებო და ბამბა
❤️
26.01
დედიკოებო!კუბები,რომლებიც გამოვატანე ბავშვებს ორშაბათს უკან გამოატანეთ.
სიმღერები ისწავლონ…
მათემატიკა
წიგნში: 12-13 - კითხვებზე პასუხით გაიარეთ ყველა ნომერი თუ გინდათ რომ მტკიცე ცოდნა ჰქონდეთ ! დამატებით რვეულში დავალება შეასრულონ წიგნიდან გვ; 13 -ის 2,3,4,5
25.01
ისწავლე ხალისით ,დახატე
ფუტკარი ილუსტრირებულ წიგნში.
მათემატიკა:
დავალება დამატებით რვეულში: გვ.4
დათვალონ 20-მდე ზრდადობით და კლებადობით . გაარკვიონ თითოეულ რიცხვში რამდენი ათეული და ერთეულია და რამდენი სრული ერთეულია, რაოდენობითია თუ რიგობითი, შეძლონ გადაყვანა რაოდენობითიდან რიგობითში და პირიქით!
24.01
23.01
გაკვეთილის მიზანი:დააჯგუფონ ცხოველთა ტიპები გარკვეული ნიშნით
აქტივობა:მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით გამოდიოდნენ დაფასთან,ირჩევდნენ სასურველ ცხოველს
კლასი საუბრობდა შერჩეულ ცხოველზე:ასახელებდა მის ნაშიერსა და აღწერდა საცხოვრებელ გარემოს.
მოძრავი ანბანის დახმარებით კი აწყობდნენ სათანადო სიტყვას.
22.01
მომდევნო ხელოვნების გაკვეთილზე დასჭირდებათ: ფერადი ფურცლები,წებო,მაკრატელი.
18.01
17.01
მათემატიკა-ორშაბათიდან გამოატნეთ მეორე ნაწილები!
მომდევნო ხელოვნების გაკვეთილზე დასჭირდებათ საძერძი საშუალება.
ისწავლონ წელიწადის რომელ დროს აქვთ დაბადების დღე.მერამდენე თვეა მათი დაბადების დღე?რომელ რიცხვში დაიბადნენ?
ხვალ, კლასში შეასრულებენ დავალებას მულტფილმიდან ”დამბო”.❤️
16.01
უყურეთ მულტფილმს “დამბო”
მათემატიკა
ქართული
15.01
ცხრილი
გამომდინარე იქიდან,რომ სადამრიგებლო კლასთან ბოლო გაკვეთილის ჩატარება მნიშვნელივანია,გადავწყვიტე ერთ დღეს ორი სპორტის გაკვეთილი ჩამესვა❤️ვფიქრობ,აღნიშნული ფაქტს ჩემი ციყვები სიხარულით შეხვდებიან და მათთვის ერთ-ერთი საყვარელი სასწავლო დღე იქნება.
ქართული
გასამეორებლად ლექსი “ზოოპარკი”
სასწავლად მესამე სტროფი
ერთად არის თავმოყრილი
ყველა ერთ დიდ სახლში,
რომელსაც ჩვენ ხშირად ვსტუმრობთ
ლამაზ ზოოპარკში.
დასაწერად რვ. გვ 36 #3
მათემატიკა:დიდ რვეულში გვ 60
22.12
მათემატიკა
21.12
ქართული- ტექსტი კარგად კითხვით
დასაწერად რვეულში მხოლოდ #1
მოძრავი ანბანის დახმარებით ააწყონ პირველი და ბოლო წინადადება.
20.12
განიმტკიცონ
ტექსტი გვ 43-ზე კარგად კითხვით.
მოძრავი ანბანის მეშვეობი ააწყონ წინადადება: მაგიდაზე ლამაზი პეპელა ზის.
19.12
მათემატიკა
18.12
მათემატიკა
ბუნება-სასწავლად
ქართული
ტექსტი კარგად კითხვით მონიშნულ ადგილამდე.(წააკითხეთ მინიმუმ 10-ჯერ)გამოჰკითხეთ სიტყვათა მნიშვნელობები(კლასელი,მოუთმენლად,კინიჩვენება,კინოდარბაზი,კინოსეანსი,იმართება,დასრულდა)
დასაწერად:რვეულში გვ35#1(მხოლოდ მითითებული დავალება დააწერინეთ)
ნ.დუმბაძის ლექსის მხოლოდ ორი სტროფი სასწავლად🎄🎅
15.12
ქართული- ტექსტი კარგად კითხვით მონიშნულ ადგილამდე.(ერთი აბზაცი დავუმატე მხოლოდ,გაიწაფონ კითხვაში).
ამუშავეთ მოძრავი ანბანის დახმარებით მარცვლების,სიტყვებისა და წინადადებების აწყობაზე.
🇬🇪🇪🇺
მატემატიკა- მუდმივად ამეორებინეთ გეომეტრიულ ფიგურათა წესები.
დავალებები გადაამოწმეთ,ნუ ასრულებინებთ წინასწარ!
ხუთშაბათს განვახორციელებთ საახალწლო აქტივობას.დილიდანვე გამოუშვით თეთრი პერანგებით,საახალწლო ჰალსტუხებითა და ქუდებით.
🎅🎇🎄🎅
ბედნიერ უქმეებს გისურვებთ!
ვინც აცდენდა, გამორჩენილი ლექსები და ანდაზები ისწავლონ!
13.12
ბუნება:თემა დღე და ღამე
რვეულში გვ62-ზე კლასში დამოუკიდებლად შეასრულეს დავალება.
მათემატიკა
12.12
11.12
გამოცანა სასწავლად.ტექსტი "ზამთარი" კარგად კითხვით.
ერთსიტყვიანი წინადადებები ბუნებრივი მოვლენებია.
მოძრავი ანბანის დახმარებით ააწყონ ადამიანთა სახელები,რომლებიც ტექსტშია მოცემული.დამარცვლონ,დაასახელონ ასოთა, მარცვალთა,ხმოვანთა და თანხმოვანთა რაოდენობები.მოძებნონ ტექსტში ყველაზე დიდი წინადადება,დაითვალონ სიტყვათა რაოდენობა.მოიძიონ ყველაზე მოკლე.
მათემატიკა
08.12
ქართულში ტექსტი "ზამთარი" კარგად კითხვით.სიტყვები,რომლებიც შეხვდებათ ტექსტში განმარტონ(კლასში ვისაუბრეთ)
ილუსტრირებულ წიგნში შასრულონ"ზამთრის პეიზაჟი)
მათემატიკა:
ბედნიერ უქმეებს გისურვებთ❤️
07.12
ქართული
ილუსტრირებულ წიგნში შესასრულებლად პირველი წინადადება გვ 37-დან.
მოძრავი ანბანის მეშვეობით ააწყონ ორი სხვადასხვა წინადადება,იმსჯელონ,დამარცვლონ.
მათემატიკა
დახაზონ სამი სხვადასხვა ზომის,ფორმის და ფერის გეომეტრიული ფიგურა!
06.12
ქართული
წიგნში გვ 37 ბოლომდე
რვეულში გვ 33
ხელოვნება:მომავალ გაკვეთილზე დასჭირდებათ ფერადი მუყაო,მაკრატელი და წებო.
მათემატიკა
05.12
განიმტკიცონ....
წასაკითხად მხოლოდ წიგნში მონიშნული ნაწილი.(გაიწაფონ კითხვაში,დიდედა მაშოს თონე 10ჯერ წასაკითხად)
04.12
ქართული
"დიდედა მაშოს თონე"- კარგად კითხვით.თავად იციან,ვინ რამდენჯერ უნდა წაიკითხოს.
რაც შეეხება გაზეპირებას,ამისათვის მოაძიებინეთ ტექსტში მაგ: მესამე ,მეხუთე და მეოთხე სიტყვა. მეორე და მესამე წინადადება.ასე მიეჩვევიან კითხვას,სხვაგვარად მხოლოდ დაზეპირებას.
ენის გასატეხი :
შარიშურა შინდიანში
შტოზე შეჯდა შვიდი შაშვი,
შეეხვეწა შაქრო შიოს
შვილო,შურდულს შეეშვიო.
(ბგერების სწორად წარმოთქმის მიზნით ათქმევინეთ 5-ჯერ)
მოძრავ ანბანში ასაწყობად პირველ აბზაცში მოცემული წინადადებები.
რა არის წინადადება?რისგან შედგება?რომელია პირველი სიტყვა?რამდენი მარცვალია?რომელი თანხმოვნებია მეორე სიტყვაში?მესამეში? დაა .შ.
1.12
ქართული
ტექსტში არის რამდენიმე უცხო ასო-ბგერა,რომლებიც ჯერ არ უსწავლიათ,თუმცა ამოიცნეს .
ამუშავეთ კითხვის ტექნიკაზე.დამარცვლონ სიტყვები ზეპირად,მოძრავი ანბანის მეშვეობით ააწყონ წინადადებები,დაასახელონ მათში სიტყვათა ,მარცვალთა და ასოთა რაოდენობები.
30.11
მათემატიკის დამოუკიდებელი წერეს ვარიანტებად.
დავალებად რომელი ვარიანტიც თავად უნდათ, ის დაწერონ.
ქართული
29.11
ბუნების გაკვეთილზე შესწავლილი მასალის განმტკიცება
თემა:წელიწადის დროები
მიზანი:წელიწადის დროის მიხედვით თვეების დასახელება
ქართული
წიგნში გვ34
რვეულში გვ 32
28.11
მათემატკა: წიგნში გვ. 57 - დააკვირდნენ სურათებს ,ამოცანები ჩამოაყალიბონ სიტყვიერად , ხოლო იანგარიშონ რვეულში .
დახაზონ ორი სხვადასხვა ზომის სამკუთხედი . (გაიწაფონ ანგარიშში)
ქართული
განიმტკიცონ გამოცანა❤️
ბაღ-ბოსტნებში დაფრუტუნებს,
და ვაშლების არის ხარბი,
ეკლის კაბა ჩაუცვია,
რა არის და დინგა ზღარბი.
ხელოვნება
საღებავების გამოყენებით,თაბახის ფურცლის ნახევარზე შეასრულეთ ქვემოთ მოცემული დავალება.
24.11
ქართულში ტექსტი "ჩვენი ეზო" გვ 32-ზე კარგად კითხვით.
გასამტკიცებლად:რა არის წინადადება?
რისგან შედგება?რა იწერება მის ბოლოს?
ბაღ-ბოსტნებში დაფრუტუნებს,
და ვაშლების არის ხარბი,
ეკლის კაბა ჩაუცვია,
რა არის და დინგა ზღარბი.
22.11
მათემატიკა: წიგნში გვ. 53 განიხილეთ
რვეულში: 47
გაიწაფონ : შეძლონ რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელის ამოცნობა.
ასევე გადაყვანა ერთიდან მეორეში და პირიქით....მაგალითად : ხუთი- მეხუთე.
ხუთი- რაოდენობას აღნიშნავს თუ რიგს?
გადაიყვანეთ რიგობითში...
შეძლონ მსგავს კიითხვებზე პასუხის გაცემა...
21.11
მათემატიკა
ქართული
დღეს ჩვენთან ისე ლამაზი ,ნათელი დღე გათენდაო....გზად ია-ვარდი მოვფინეთ და ახალი ასო-ბგერები მოვაბრძანეთ...
ასო-ბგერა "ზ"
ასო-ბგერა "ო"
რვეულში შესასრულებლად გვ 27 სრულად!
დაასრულონ სახლში,გამოჭრან და ჩააწებონ ილუსტრირებულ წიგნებში.
მუსიკა- სასწავლად " წვიმა შხაპუნა"
20.11
ხვალ ახალ ასოს მოვაბრძანებთ!დღეს კი გასამტკიცებლად უკვე შესწავლილი ასო-ბგერები და განვლილი ტექსტები.ბევრი შრომისა და წვალების ფასად რომ შეძლეს წაკითხვა ჩემმა ბარტყებმა,ფრთებშესხმულები იყვნენ.
მათემატიკა: დავალება ექნებათ პატარა რვეულებში წიგნიდან : გვ. 51 N 5,6,7,8
დახაზონ შეკრული და გახსნილი მრუდი , შეკრული და გახსნილი ტეხილი....
მუშა პროცესი
17.11
მათემატიკა
წიგნში გვ. 51 უპასუხეთ ზეპირად.
რვეულში: გვ. 45 რაც დარჩა შესასრულებელი... ორშაბათს წამოიღეთ ჩხირები...
ქართული
ასო-ბგერა "ვ" და"ნ" ორივე გვერდი კარგად კითხვით.
16.11
მათემატიკა
წიგნში : გვ.50 ჩვენ ვისაუბრეთ ინდიელებზე,ისიც აღვნიშნეთ რომ მხოლოდ დიდებულებსა და ბელადებს ჰქონდათ გვირგვინის ტარების უფლება. დავალება 1-ში დააკვირდით ბავშვების საქმიანობას .რა მასალა სჭირდებათ გვირგვინის დასამზადებლად ? თავად შექმენით ორნამენტი და დაამზადეთ გვირვინი. კლასში გავაკეთებთ პრეზეტაციას კითხვების მიხედვით : რა გააკეთეთ? როგორ? ვინ დაგეხმარათ?რა მასალა გამოიყენეთ? რომელი ფიგურები გამოიყენე? ( მრუდი,ტეხილი,წრე)
რვეულში:გვ.44
ქართული
ამ გვერდზე მოცემული წინადადებები ააწყონ მოძრავი ანბანის საშუალებით.გამოიყენინ სასვენი ნიშნები(. და?)დაასახელონ როგორია ეს წინადადება?რამდენსიტყვიანია?რომელია პირველი სიტყვა?მეორე?რამდენი მარცვალია თითოეულ სიტყვაში?
მოძრავი ანბანიდან მიეცით ასოები:ი,ვ,ა,ნ.
ჩ,ი,დ,ა.ა,დ,ე,დ. ააწყონ სიტყვა.
15.11
მათემატიკა
დავალება რვეულში: გვ.43 განიმტკიცონ <; >;= ნიშნები და რიცხვების შედარება.
14.11
მათემატიკა: წიგნში გვ 48-49 უპასუხონ ზეპირად
რვეულში გვ 42
ქართული: წიგნში გვ 28
იმუშაონ მოძრავი ანბანით სიტყვათა და წინადადებათა შედგენაზე.ყველა შესწავლილი ასო-ბგერა ჰქონდეთ გამოჭრილი.(მხოლოდ შესჭავლილი ასოები ატარონ).
ილუსტრირებულ წიგნებში შეასრულონ: შეურჩიეთ შესაბამისი ილუსტრაცია
აი სამი ვარდი.
ეს ნესვია.
განიმტკიცონ
მისრიალებს ზღვაში ნავი,
ტალღას მისდევს გოლიათს
სად იჩქარის?ეჯიბრება
ფრთაფარფატა გოლიათს.
13.11
ასო-ბგერა "ნ"-ს გამოყენებით შექმენი ნახატი
ილუსტრირებულ წიგნებში შესასრულებლად.(ვისაც მცირე რაოდენობით აქვს წიგნში ფურცლები,პატარა ზომის სახატავი რვეული აიღოს და იქ შეასრულოს,ოღონდ მოაწესრიგეთ განვლილი მასალაც.
სახალისო დავალება
ლექსი სასწავლად:
ჭურჭელია პატარა,
მთაში წყალი ატარა
ლაშქრობაში წავიღეთ
ეწოდება "მათარა".
ანდაზა: "ვინც მოითმენს,ის მოიგებს".
განვლილი ასოების გამოყენებით ააწყობინეთ სიტყვები,ორ სიტყვიანი წინადადებები.
მაგ:დაჩი,რიჩი, ჩირი,დიდედა,მამიდა,დედა,მამა.
აი მე და მამა.
დედა მიდის.
მათემატიკა
შეასრულეთ დამატებით რვეულებში
9.11
მათემატიკა
მოსწავლის რვეულში გვ 41
მოსწავლის წიგნში გვ 46-ზე # 2,3,4 შეასრულონ დამატებით რვეულებში.(თუ სურთ ნახატის შესაბამისად შესრულება შეასრულებინეთ,მთავარია ხალისით შეასრულონ).
ქართული: ყურადღება მიაქციეთ რვეულში მონიშნულ დავალებებს,რადგან მონიშნულია,შესასრულებელია.ვისაც არ ჰქონდა რვეულში გვ 25 ,შეასრულოს.
წასაკითხად გვ 26 (განვლილინასო-ბგერები გასამეორებლად. )
სასწავლად:დასრულებულ აზრს წინადადება ჰქვია.წინადადება შედგება სიტყვებისაგან.
მოსწავლის რვეულში გვ101 -დან ამოჭერით წინადადება -
" იასთან მზია მოვიდა". "იამ მზიას მიმი აჩვენა". შეასრულონ ილუსტრირებულ წიგნებში. ვისაც არ აქვს ფურცელთა რაოდენობა მოაწესრიგოს ორშაბათისთვის.
ამავე წიგნში შესრულონ: დავხატოთ ჩიტი ასო-ბგერა "ჩ"_ს გამოყენებით
ჩიტი
დავხატოთ "რ" ასოს გამოყენებით
რვაფეხა
წაკითხვისას ყურადღება მიაქციონ სახელებს.
მოძრავ ანბანს ნუ დაივიწყებთ.გამოჭერით ასოები და ისე გამოატანეთ.
08.11
სასწავლად:ანდაზა არის ბრძნული გამონათქვამი.
"რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო."
ილუსტრირებულ წიგნებში შესასრულებლად,რომლებიც წინა დღებში დაამზადეს
მოსწავლის რვეულში გვ 101-დან ამოჭრან წინადადება- დაჩი ეზოში მორზე ზის. შეურჩიინ ილუსტრაცია(როგორსაც შეძლებენ) და ჩააწებონ საკლასო სამუშაოს მსგავსად.
ტექსტი გვ25-ზე. 10ჯერ წასაკითხად.
მათემატიკა: ზრდადობა და კლებადობა
მოსწავლის რვეულში გვ 40
წიგნში გვ 46
07.11
ქართული
ასო-ბგერა "რ"
ასო-ბგერა "ჩ"
წასაკითხად წიგნში გვ 25
დასაწერად: რვეულში გვ 24
იმუშაონ წიგნში გვ 24-ზე მოცემულ სიტყვათა შედგენილობაზე(დაასახელონ მარცვალთა და ასოთა რაოდენობები).
მათემატიკა
დღეს დამოუკიდებელი წერეს,იხილეთ მასალა,რაც წერეს.
ვისაც არ ჰქონდა სწორად,შეასრულოს!
მოსწავლის წიგნში გვ 44-ზე #2,4 დამატებით რვეულებში.
06.11
მშობელთა ჩართულობით შექმნილი ლამაზი რესურსები❤️აპლიკაციის ხერხის გამოყენება სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია.
მსგავსად ავარჯიშეთ
06.11
მსგავსად ამუშავეთ,გაუადვილებთ მარცვალთა ამოკითხვას.
წასაკითხად ორივე გვერდი მინიმუმ 10-ჯერ
მათემატიკა
დამატებით რვეულებში შეურჩიონ შესაბამისი ილუსტრაცია და ამოხსნან.
3+2+4
5+2+3
6+3+1
03.11
ხალისიან და საინტერესო უქმეებს გისურვებთ!
ხვალ 16:50-ზე გელოდებით თეატრთან.❤️❤️❤️ბილეთები მე მაქვს და იქ გადავცემ ბავშვებს❤️
საგულდაგულოდ იმეცადინა და გამახარა ჩემმა ციცქნა ბიჭმა❤️
02.11
ქართული
აყურებინეთ დააკლიკე
დააკლიკე
ასო -ბგერა " მ"
ასო-ბგერა " ს"
ძლიან ეცადნენ რომ სწორად ამოეკითხათ მარცვლები,სიტყვები და წინადადებები.ჩემი ბარტყები არიან ესენი! შედეგს მხოლოდ შრომა იძლევა!
მათემატიკა
იმსჯელონ სურათის მიხედვით.
დავალება ამავე გვერდიდან:
"მოიფიქრე ნახატი და შესაბამისი გამოსახულება" შეასრულონ დამატებით რვეულებში.
1.11
ქართული ენის წიგნში გვ 19-20წასაკითხად.
ამუშავეთ მარცვალთა ამოკითხვაზე.
ენის გასატეხი სასწავლად(შეძლებისდაგვარად)
მათემატიკა
რვეულში გვ 36
წიგნში გვ 41 შეასრულონ ზეპირად, წაიკითხონ.
#4 და #6 გადაიწერონ დამატებით რვეულებშიშ
რიცხვი 10-სა და ექვსის შედგენილობა წარმოდგენილია სხვადასხვაგვარად,ორი შესაკრების სახით.
რესურსი:მუყაოს წრეები
ბუნება:
თემა:ჩემი ოცნების სკოლა 🏫
მოტორული უნარებისა და ფანტაზიის გაუმჯობესების მიზნით მოსწავლეებმა გამოჭრეს ფოტოსურათები და სურვილისამებრ შექმნეს სასურველი გარემო სასკოლო სივრცეში.
31.10
ასო ბგერა "დ"
ასო ბგერა "ე"
წასაკითხად წიგნში გვ 19.
იმუშაონ მარცვალთა ამოკითხვაზე(და,დი,დე,ად,იდ,ედ)
წააკითხეთ იმდენჯერ,ვიდრე არ შეძლებენ გამართულად წაკითხვას.
ქართული ენის რვეულში გვ 22
დედაენის რვეულებში ჯერჯერობით არ დაგვჭირდება,შეგიძლიათ დატოვოთ სახლში.
მუსიკა გვ29 გ.ცაბაძის "
საათი"27.10
მათემატიკა
მოსწავლის რვეულში მონიშნული გვერდი შეავსონ(33-34).ივარჯიშონ შედგენილობებზე(ორი და სამი შესაკრებით)
ქართული
მოსწავლის რვეულში გვ
26.10
მათემატიკა
დამატებით რვეულებში 9-ის შედგენილობა წარმოადგინონ ფერადი ბურთების საშუალებით(უჯრაში რომ მოთავსდეს იმ ზომის)
მაგ: 🌑🌑🌑🌑🛑🛑🛑🛑🛑
ქართული
25.20
მათემატიკა
წიგნში გვ 38 შეასრულონ ზეპირად.იმსჯელონ.ამავე გვერდზე მე-4 დავალება ( 8 და9) გადაიწერონ და შეასრულონ დამატებით რვეულებში.
მოსწავლის რვეულში გვ 32
ქართული
დედაენის რვეულში გვ14-ზე კლასში ვიმუშავეთ.ვინც ვერ დაასრულა დაასრულოს მხოლოდ ის ელემენტი,რაზეც ვიმუშავეთ.
ქართული ენის რვეულში გვ19-20 (ამსჯელეთ რატომ?)
გაიხსენონ რა არის ბგერა?ასო?
24.10
მათემატიკა
წიგნში გვ 36-ზე მოცემული გამოსახულებები შეასრულონ ზეპირად.(#2და #3 დამატებით რვეულში)
გვ37 იმსჯელონ ფოტოს მიხედვით.დაითვალონ საგნები და იპოვონ შეცდომა.
რიცხვთა შედგენილობა განიმტკიცონ.
რვეულში გვ 31
ქართული
დედაენის რვეულში მონიშნული აქვთ.
გვ14 -ზე ზიგზაგი ორ სტრიქონზე..
ჩემო ძვირფასებო!სამშაბათს,24ოქტომბერს ჩატარდება ოთხი გაკვეთილი.შეტყობინეთ ერთმანეთს.
გაეცანით - სკოლაში ქცევის წესები
23.10
მათემატიკა
მოსწავლის რვეულში გვ 30
განიმტკიცონ რიცხვთა შედგენილობა.
ქართული
სიკეთე და ბოროტება- გადადით ლინკზე
გვრიტი
დავალება: ქართული ენის რვეულში გვ18
შეეცადინ გამართულად შეძლონ აზრის ჩამოყალიბება.
დაუსვით დეტალებზე ორიენტირებული კითხვები:
სად წავიდა გვრიტი?რატომ?
ვინ შემოხვდა გზად?რას დაჰპირდა?რატომ? და ა შ....
20.10
მათემატიკა
სახალისო ლექსები განიმტკიცონ.
ქართული
უყურონ - "ჩხიკვთა ქორწილი"
ქართული
ლექსი სასწავლად
დასაწერად დედაენის რვეულში იგივე გვერდზე.ბოლო ელემენტი ორ სტრიქონზე.
მათემატიკა
მუსიკა
ზღაპარიყო
18.10
ქართულსი ლექსი"ჭრელი კატა" განიმტკიცონ
დასაწერად დედაენის რვეულში #1,#2
გამოსაწერად მხოლოდ ორ სტრიქონზე.
მათემატიკა
წიგნში გვ33- ფერმა
იმუშაონ ზეპირად და იმსჯელონ.
გამოსახულებები ამოხსნან ზეპირად,მსჯელობით.
იმუშაონ რიცხვთა შედგენილობებზე.
17.10
მუსიკა -ტრიალებს ბრუნავს
ტექსტი წიგნში გვ18
მხიარული სტარტები სპორტის გაკვეთილზე!
ლექსის მიხედვით სახატავ რვეულებში დახატონ კატა.
ლექსი სასწავლად
იხელმძღვანელეთ ვიდეო ინსტრუქციით,აყურებინეთ რამდენჯერმე რომ თავად შეძლონ მუშაობა.(2-იანის გამოყენებით)
როგორ დავხატოთ კატა
დედაენის რვეულში გვ12 -ზე მოცემული რკალები გამოწერონ ორ სტრიქონზე.
მათემატიკა
ამუშავეთ რიცხვთა შედგენილობებზე.
გაკვეთილის თემა-"ჩემი ოჯახის განსხვავებული წევრი"
მიზანი:მოსწავლემ შეძლოს განსხვავებული ოჯახის წევრის გაცნობა თანაკლასელთათვის
15.10
მომდევნო ხელოვნების გაკვეთილზე დასჭირდებათ გუაშის საღებავები,თაბახის ფურცლები(სახატავი არ გამოდგება,რადგან ვერ მოსწრებს ნამუშევარი გაშრობას),სველი ხელსახოცები, მაგნიტები დაფაზე ნამუშევრის დასამაგრებლად 4ცალი და პოლიეთილენის(ე.წ პარკის )წინსაფარი.
ნუ დაივიწყებთ!!!
ყელის ჩხირებისა და მუყაოს გამოყენებით დაამზადეთ სამი ფერის ერთ განყოფილებიანი შუქნიშანი.შუქნიშნის წრედ ზომა აიღეთ ბუნების რვეულის 25-ე გვერდიდან.
ნიმუშს გაჩვენებთ❤️
ბუნება
გაკვეთილის თემა:"ჩემი სკოლის ეზო"
მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე დაათვალიერეს სკოლის ეზო.ყურადღება გაამახვილეს მის სიმწვანეზე,აღნიშნეს რომ მცენარეთა დაცვა და მოვლა მნიშვნელოვანია.მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ სკოლის სტადიონს,გაეცნენ მის დანიშნულებასა და მნიშვნელობას.
ქართული
დედაენის რვეულში გვ12 -ზე #2დავალება
გამოწერონ ორ სტრიქონზე.
ენის გასატეხი სასწავლად:
"ხევ-ხევ ხერხი მოცუხცუხებს,აცახცახებთ ვერხვების,მუხებს."
მათემატიკა
იმუშაონ და განიმტკიცონ რიცხვთა შედგენილობები.
13.10
დედაენის რვეულში მონიშნული აქვთ დასაწერი დავალება.
მათემატიკა
12.10
სიტყვაში ასოთა და მარცვალთა რაოდენობების დადგენის მიზნით, მოსწავლეებმა ააგეს სიტყვის კოშკი.დამარცვლეს სიტყვები და დაადგინეს მათში მარცვალთა რაოდენობა.
აღნიშნული დავალების მსგავსად ამუშავეთ.ჰკითხეთ სკოლაში როგორ ვასრულებდით და დამატებით ამუშავეთ.დაასახელონ პირველი,მეორე და მესამე მარცვალი,რომელი ასო-ბგერები ესმით?(შეგიძლიათ ფურცელზე დაუწეროთ სიტყვები,ასოების წაკითხვა არ არის საჭირო,მხოლოდ დაითვლიან,ასე გაუმარტივდებათ,ზეპირად რთულია).
ქართული ენის რვეულში გვ12.
დედაენის რვეულში გვ 11 -ზე #1 , მე-2 დავალების მხოლოდ ორი სტრიქონი გამოსაწერად❤️
მათემატიკა
ეს კი რუსუდან მასწავლებლისგან...
გთხოვთ განიხილოთ ერთად კლასში ნამუშევარი.... ვისაც რა გამორჩა, ვერ ,ან არ შეასრულა ,დაასრულონ სახლში! ჩემი თხოვნაა მისცეთ ინსტრუქცია და დასვათ მარტო შესასრულებლად! ( ამ ყველაფერს ესენი კლასში დაფასთან ასრულებენ) .
თქვენც გაგიმარტივდებათ სამომავლოდ!
ამუშავეთ მსგავსად❤️❤️❤️
11.10
ჩვენთან დილა იწყება ასე!❤️❤️❤️ხალისიანი დილა წარმატებული დღის საწინდარია!!!
მათემატიკა
ქართული
ქართული ენის რვეულში
ლექსი განიმტკიცონ
წაკითხულის მოთხრობის მიხედვით აპლიკაციის ხერხის გამოყენებით ილუსტრაციის შექმნა
10.10
ქართული
გადადით ლინკზე და წაუკითხეთ ისე,რომ კითხვეპზე პასუხის გაცემა შეძლონ.
"ვისია ეს სახლი?"
დედაენის რვეულში გვ 10-ზე გამოსაწერად ორ სტრიქონზე.მონიშნული აქვთ.
ლექსი ასწავლეთ!!!
მათემატიკა
სახალისო დავალება მათემატიკაში
09.10
ქართულში
დედაენის რვეულში მონიშნული აქვთ
მხოლოდ ერთ სტრიქონს წერენ ამჯერად...დააკვირდით ფოტოს.
#1 დავალება აღწერინ ამბად,კითხვებს ნუ დაუსვამთ.
სასწავლად გამოცანა
მათემატიკა
06.10
სახალისო დავალება
დახატე კურდღელი
დახატე კატა
სახალისო დავალება შეასრულონ სახატავ რვეულებში.(დედიკოების ნამუშევარი არ მინდა).
ლექსი განიმტკიცონ
მათემატიკა
გადადით ლინკზე და ითამაშეთ... გაიხსნება,ჯერ შუაში დააწკაპეთ ,გააქტიურდება ქვემოთ მარჯვენა კუთხეში პატარა ისარი და ამ ისრით გადადით! (ვნახოთ თუ შეძლებთ)
გადადით ლინკზე სახალისო
სახალისო დავალება #2
05.10
ქართული
ლექსი სასწავლად
დედაენის რვეულებში გამოსაწერად გვ9-ზე ბოლო დავალება ორ სტრიქონზე.
მუსიკა:
სიმღერები ისწავლონ: მზე შინა,ანი-ბანი-განი. და დღეს კი ახალი სიმღერა მივეცი.
აი ია
გაკვეთილის თემა: "კლასელები"
მიზანი:სახელების დამახსოვრება,კომუნიკაცია,ტერმინების-"წინა" და "მომდევნოს" დამახსოვრება.
ვიდეო იხილეთ ჯგუფში❤️❤️❤️
მათემატიკა
04.10
ქართულში ლექსის ორივე სტროფი განიმტკიცონ.
დასაწერად დედაენის რვეულებში პირველი დავალება დაასრულონ,დააკვირდნენ ფერებს.
მეორე დავალების მხოლოდ ორი სტრიქონი გამოწერონ.
ქართული ენის წიგნში გვ 8-ის მეორე ფოტოსურათი აღწერონ ამბად.
მაგ:დილას როდესაც სკოლაში მივდივარ,დროულად შევდივარ საკლასო ოთახში....(როგორ ესალმება მასწავლებელი?თავად როგორ ესალმებიან კლასში შემოსულ სტუმარს?რომელი ჯადოსნურ სიტყვებს ვიყენებთ?რას ხედავენ საკლასო ოთახში??როგორ იქცევიან?სად არის ქცევის წესები გამოკრული?რაში იყენებენ დაფას? მერხების რამდენი რიგია?ვინ ზის მის გვერდით?უთხარი შენს გვერდით მჯდომს ისეთი რამ, რაც გაახარებს.)
მათემატიკა
სახალისო დავალება
03.10
მათემატიკა
მუსიკა ანი-ბანი სასწავლად
ქართული
დედაენის რვეულში გვ8 #1 დავალება შეასრულონ ნიმუშის მიხედვით
#2 დავალება გამოწერონ ორ სტრიქონზე
ლექსის მეორე სტროფი სასწავლად.
02.10
ბუნება: წიგნში გვ 12-13
განიმტკიცონ -რა არის მაკეტი?დააკვირდნენ და თავადაც ,მშობელთა ჩართულობით დაამზადონ მაკეტი თემაზე "გზა სკოლიდან სახლამდე".(იმსჯელონ რა ხვდებათ გზად?რომელი ტრანსპორტით უწევს მგზავრობა?რამდენი შუქნიშანი , ქვეითთა გადასასვლელი,მაღაზია,აფთიაქი და სტადიონი ხვდება?)შეეცადეთ საინტერესოდ წარმოადგენინოთ მაკეტი,მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია.აღნიშნული აქტივობით მოსწავლეს განუვითარდება დაკვირვების,ინფორმაციის მოძიების,შეგროვებისა და პრეზენტაციისთვის საჭირო უნარები.დავალება მოსამზადებელი აქვთ ოთხშაბათისათვის).
მათემატიკა
ქართული
ქართული ენის მოსწავლის რვეულში გვ 5(დედაენის რვეულებში მუდმივად ატარონ)
ხვალისთვის მაკრატელი და წებო ჰქონდეს ყველას.
ლექსი სასწავლად - გ.წერეთელი
"აქ ჩიტუნა ხატია
აქ ხატია ია,
ძლიერ კარგი წიგნია
დედაენა ჰქვია".
მუსიკაში სიმღერა რომელიც დაგიდეთ სამშაბათს გამოვიკითხავ.
29.09
კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩვენს საკლასო ოთახში,კიდევ ერთი იუბილარი და გახარებული პატარები,რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ იუბილარს❤️
ვულოცავთ ნიას დიდი სიყვარულით❤️
მათემატიკა
ქართული
ლექსი სასწავლად, განვლილი მასალა გასამეორებლად!
გამოსაწერად დედაენის რვეულებში გვ 7-ზე მოცემული #1დავალება დაასრულონ და #2გამოწერონ ორ სტრიქონზე.
ორშაბათს დასჭირდებათ საშუალო ზომის ფორმატი,მაკრატელი და წებო.
28.09
მუსიკა მზე შინა და მზე გარეთა
გახსენით ლინკი და ისწავლონ სიმღერა(მუსიკის რვეულემში სხვა ტექსტია,ამიტომ თქვენ ამოუწერეთ ბლოკნოტში და ჰქონდეთ).❤️
ქართული
ლექსი"ყაყაჩო და ლალი" განიმტკიცონ.
დედაენის რვეულებში გვ6-ზე მონიშნული აქვთ გამოსაწერად ორი სტრიქონი.
სასურველია წერონ ღია ფერის კალმებით,ნაწილს აქვს უკვე და შედეგმაც არ დააყოვნა.
დღევანდელი გაკვეთილის თემა:ასო და ბგერა
იმსჯელონ, რა სხვაობაა ასოსა და ბგერას შორის?
რამდენი ასო-ბგერაა ქართულ ანბანში?
რამდენია ხმოვანი?რატომ ჰქვიათ ხმოვნები?ჩამოთვალე.
რა ჰქვია ხმოვნის გარდა დანარჩენს?
რამდენი თანხმოვანია?
რამდენი ასო-ბგერაა შენს სახელში?რამდენი ხმოვანია ?რამდენი თანხმობანია?პირველი ასო ბგერა რომელია შენს სახელში?
შენი გვარის მესამე ასო რა არის?მეხუთე?(ამუშავეთ მსგავსად)
ორშაბათს დასჭირდებათ ინდივიდუალურად ფორმატის ფურცლები,საშუალო ზომის. (სახატავი რვეულის ზომის არ გამოადგებათ)
მათემატიკა
27.09
ქართულში,დედაენის რვეულში გვ 6 #1 და #2 შეასრულონ ნიმუშის მსგავსად,კლასში ვიმუშავეთ.დააკვირდით ფერთა და მდებარეობათა მონაცვლეობას,ამსჯელეთ და დაასაბუთებუნეთ რატომ უნდა გააფერადოს ზემოთ და არა ქვემოთ?წითლად ან მწვანედ?
ლექსი სასწავლად
26.09
გადადით ლინკზე და შეასრულონ სახატავ რვეულებში.
როგორ დავხატოთ დათვი
ტექსტი "აპრილიდან აპრილამდე"
წავიკითხეთ და ვიმსჯელეთ.( ჰკითხეთ,სად ხდებოდა მოქმედება?ჩამოთვალინ პერსონაჟები?ვინ იყო თომა?ვი სწავლობდა პირველ კლასში?)
დედაენის რვეულებში ორი სტრიქონი გამოსაწერად.მონიშნული აქვთ.
მათემატიკა
ოთხშაბათს დასჭირდებათ საძერწი საშუალება.
ყველა წიგნს გადააკარით,გაუკეთეთ სანიშნები.გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ზიანდება წიგნები,დაზიანებულა კი წლის ბოლოს ვერ ჩავიბარებ....
ქართულში ლექსი "დათვის ბელი" განიმტკიცონ.დააკვირდით სასვენ ნიშნებს და შესაბამისი ინტონაციით ისწავლონ.(?,.)
დედაენის რვეულში გვ5
დაასრულონ #1დავალება,(გააფერადონ , გაავლონ შესაბამისი ფერის ხაზები წყვეტილებზე.
#2დავალება გამოწერონ ორ სტრიქონზე.
გაიხსენონ წელიწადის დროები და თვეები.
დავალება 22.09
მოგესალმებით!წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ. მე ვარ ჭადრაკის პედაგოგი,მზია კოპალიანი.ჩვენ კლასში ვმუშაობთ მოსწავლის რვეულებში, ის მოსწავლე,რომელიც ვერ ასწრებს,დაასრულებს სახლში.წინსწრებით არ შეასრულონ დავალებები....დღეს ვიმუშავეთ მე-8 გვერდზე
მათემატიკა
ლექსი სასწავლად.
ვიზუალურად აჩვენეთ:მოცხარი,პანტა
რას ნიშნავს ბლომად?(ბევრი)
დასაწერად :დედაენის რვეულში ორი სტრიქონი
ნიმუშის მსგავსად(კლასში ჩემი გამოწერილით იხელმძღვანელეთ)
დავალება 21.09
მათემატიკა
ხვალისთვის მათემატიკის წიგნსა და რვეულს გაუკეთეთ სანიშნი...
დედაენის რვეულებში მონიშნული ორი სტრიქონი გამოსაწერად.
ქართული ენის წიგნში გვ9.
(აღწერონ ფოტები,რას ხედავენ?რამდენი საგანია,ერთნაირი საგნები რით განსხვავდება?რამდენი მერხია?რამდენი მაგიდაა?რა დგას მაგიდაზე?რა აწყვია პენალში?რამდენი ფუნჯია?
რამდენი ადამიანია პირველ ფოტოზე?მეორეზე?რას აკეთებს მასწავლებელი პირველ ფოტოზე?მეორეზე?რა აცვია?რამდენი მოსწავლეა პირველ ფოტოზე?მეორეზე?რას აკეთებენ მოსწავლეები პირველ ფოტოზე?მეორეზე? რამდენი გოგონაა მეორე ფოტოზე?
დავალება 20.09რას აკეთებს ყვითელთმიანი გოგონა?ვინ ხატავს სახლს?
რამდენი საღებავი დგას მაგიდაზე?დაასახელე რამდენი ფერია გამოყენებული ბიჭის ნახატზე?
გადაამოწმეთ ცხრილი,ისე ჩაულაგეთ ჩანთა ..
სახატავი რვეულები ხელოვნებისა და
ბუნების გაკვეთილზე მუდმივად ატარონ.
ან თაბახის ფურცლები ჰქონდეთ,ქაოსსა და არეულობას იწვევს როცა არ აქვთ.
ბუნება
წიგნიდან გვ9 (იმსჯელონ)აღწერონ როგორია მათი სახლი,როგორი ფორმის სახურავი აქვს
მათემატიკა
რამდენი ოთახია?რომელი ოთახი რის გვერდითაა?როგორია მისი ოთახი?
ქართული
დედაენის რვეულში მონიშნული აქვთ დავალება გამოწერონ მხოლოდ ორი სტრიქონი.
საკლასო ოთახის აღწერა( ზეპირად)
რა კიდია წინა კედელზე? მარჯვენა კედელზე?რა დევს მაგიდაზე, მერხზე, თაროზე?
რას ხედავთ ფანჯრის მარცხნივ? მარჯვნივ?რამდენი მერხია? მაგიდა
რამდენია?რით ჰგავს და რით განსხვავდება ერთმანეთისაგან შენი საკლასო ოთახი და სურათზე
გამოხატული საკლასო ოთახი ერთმანეთისგან?
გარდა სურათზე ნაჩვენები ნივთებისა, კიდევ რა შეიძლება ბიჭმა ჩადოს ჩანთაში? რატომ?
რისთვის დასჭირდება?ახლა რა ნივთები გიდევთ ჩანთაში?
დავალება 19.09
მათემატიკა
ქართულში:ლექსი განიმტკიცონ.
ენის გასატეხი:ზარი ზანზარებს უზარმაზარი,ზარმაც ზაზუნას დასცა თავზარი.(სასწავლად)
გამოსაწერადკალმით, დედაენის რვეულში გვ3-ის მხოლოდ ორი სტრიქონი.
ქართული ენის წიგნიდან გვ 4-5.დაასახელონ საგნები,ამოიცნონ ასოთა,ხმოვანთა და თანხმოვანთა რაოდენობები.
ყოველდღიურად უნდა ატარონ ეს ქართულის წიგნი და რვეული,ფერადი ფანქრები და ცხრილის შესაბამისი სახელმძღვანელოები.
დავალება 18.09
ქართული- ლექსი სასწავლად(შეძლებისდაგვარად)
დასაწერად მოსწავლის რვეულში გვ3-ის მხოლოდ #1
(ნიმუშის მსგავსად ავარჯიშეთ,შაერთებინეთ წერტილები სხვადასხვა მიმართულებით).
გაკვეთილების ცხრილი
ორშაბათი
1 ქართული
2 მათემატიკა
3 ბუნება
4 ხელოვნება
სამშაბათი
1 ქართული
2ქართული
3 მათემატიკა
4 მუსიკა
5 სპორტი
ოთხშაბათი
1ქართული
2 მათემატიკა
3 ბუნება
4 ხელოვნება
ხუთშაბათი
1 ქართული
2 ქართული
3 მათემატიკა
4 მუსიკა
5 სპოერტი
პარასკევი
1 ქართული
2 სპორტი
3 მათემატიკა
4 ჭადრაკი
Comments
Post a Comment