მოგესალმებით! მინდა განაგრძოთ მუშაობა განახევრება- გაორმაგებაზე ზეპირად...როგორც წესი ბავშვებს გაორმაგება უფრო უადვილდებათ ვიდრე განახევრება, მაგრამ ეს დროებითია ....მუშაობით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას...

განახევრება- გაორმაგება 20-ის ფარგლებში უნდა იცოდნენ ზეპირად... მოდით შევცვალოთ კითხვა :  მაგალითად :
  1. რომელი ორი ტოლი რიცხვის ჯამია - 2? ე.ი. თუ 2-ს გავანახევრებთ რას მივიღებთ? მსგავსი კითხვები დაუსვით შემდეგ რიცხვებზე: 4,6,8,10,12,14,16,18,20
  2. გააორმაგეთ 1,2,3,4,5,6,7,8,9,10
ყველა რიცხვს ვერ გავანახევრებთ , რატომ? როგორი რიცხვების განახევრება შეგვიძლია?
 

Comments

Popular posts from this blog