ყვავილოვან მცენარეთა სასიცოცხლო ციკლი https://youtu.be/uUH8iAanREY https://youtu.be/1GYqQZ2kP-E
Posts
Showing posts from April, 2023
- Get link
- X
- Other Apps
13 იანვარი 2014 7 დედამიწამ რა სთქვა?! მე ვარ დედა, მშობელი ყველასი, რაც კი თვალით ჩანს, თუ არა ჩანს, ყველას ჩემს კალთაზე უძევს თავი, ყველა ჩემით სულდგმულობს, არსებობს, საზრდოობს. შემომქმედმა მე დამბადა ყველა არსთა სიცოცხლის წყაროდ. გარეშე ჩემსა სულ პატარა მწყერსაც კი სული ამოჰხდება. ამიტომ არის, რომ დედას მიწოდებს ყოველი არსი. ვამაყობ ჩემის თავით, ჩემის სახელით. მრავალი, აუარებელი საქმე მაქვს, დიდი მძიმე ტვირთი მკიდია ზურგზე, მაგრამ არ ვდრკები. არ ვტირი, არ ვჩივი, მუდამ სველი მაქვს უბე და კალთები. ჩემს გულმკერდზე დიან მდინარენი. სდგანან ოკეანენი; უნდა იდინონ, უნდა მასველონ, უნდა მე ვითმინო, ხოლო ჩემმა შვილებმა გაიხარონ, ყველამ, განა თუ ერთმა და ორმა?! არა, არა, მე გული მიკვდება, მე ვიტანჯები, ავად ვარ, უძლური, უნაყოფო, მაშინ, როცა ყველა ჩემი შვილი ერთნაირად არ გაიხარებს ჩემის ამაგით,… დედა ვარ, დედა! იცით კი დედის გული როგორია? ნუ გგონიათ, ყელმოღერებული, რქებზურგზეგადაწყობილი ირემი ტურფა და ლამაზი მერჩივნოს საწყალს, გაქუცულ წრუწუნა თაგვს. ნუ გგონიათ, ნუ დაიჯერებთ! ნუ დაიჯერებთ აგრეთ