მესამე კლასის დასასრული
მოგესალმებით ! მოგიკითავთ სიყვარულით. გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას.მე-3 გ კლსის 26 მოსწავლიდან 26-ვე ეროვნული სასწავლო გეგმისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გათვალისწინებით გადაყვანილია მეოთხე კლასში.
მოსწავლეთა რაოდენობა - 26
წარმატებით დაძლია -14-მა მოსწავლემ
საშუალოდ - 8 მოსწავლემ
2 მოსწავლე დაბალი აკადემიური მოსწრებისაა.
2 მოსწავლე კი სარგებლობდა დისტანციური სწავლების პირობებით.
აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თიმსის პლატფორმაზე,ჟურნალში.
1. სასწავლო პროცესის მსვლელობისას მოსწავლეები მონაწილეობას იღებდნენ როგორც საერთასორისო , ისე საქალაქათშორისო პროექტებში.
2.ამოიცნობდნენ ხელოვნების ცნობილ ნამუშევრებს და მიაკუთვნებდნენ მათ შესაბამის დარგს (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი
ხელოვნება).თავადაც ქმნიდნენ ანალოგებს.
3. მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ გარემოზე ზრუნვის პროცესში.ქმნიდნენ საინფორმაციო ბროშურებს,დიორამებსა და კომიქსებს.
მდგრადი განვითარების 17 მიზანი
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვრა
მიზანი 3 - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა
მიზანი 4 - ხარისხიანი განათლება
მიზანი 5 - გენდერული თანასწორობა
მიზანი 6 - სუფთა წყალი და სანიტარია
მიზანი 7 - ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია
მიზანი 8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა
მიზანი 10 - შემცირებული უთანასწორობა
მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები
მიზანი 12 - მდგრადი მოხმარება და წარმოება
მიზანი 13 - კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები
მიზანი 14 - ოკეანისა და ზღვის რესურსი
მიზანი 15 - დედამიწის ეკოსისტემები
მიზანი 16 - მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
მიზანი 17 - პარტნიორობა მიზნების მისაღწევად
აღნიშნული მიზნების მისაღწევად,ასაკისა და კომპეტენიის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებისდაგვარად ახორციელებდნენ სხვადასხვა აქტივობებს.
მე მჯერა,ჩემი მოსწავლეები იქნებიან ღირსეული,ტოლერანტი მოქალაქეები საკუთარი ქვეყნისა.
საზაფხულო დავალებები:
1.ვხატავთ საღევაბევის გარეშე სხვადასხვა მარცვლეულით.
მასალა:მუყაო,წებო,მარცვლეული.
ველი საინტერესო ნამუშევრებს,რომელთა გამოფენაც მოეწყობა სასკოლო სივრცეში.
Comments
Post a Comment