19.03
რუსუდან მასწავლებელის თხოვნაა,რომ ნებისმიერი ამოცანა ამოხსნან კითხვებით.თითოეულ გამოსახულებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კითხვა. დღეს მხოლოდ ერთ მოსწავლეს ჰქონდა სრულყოფილად🤷
მეტად ჩაერთეთ სასწავლო პროცესში!
ქართული:
განიმტკიცონ გრამატიკული მასალა,ვერ გადავალთ ახალზე,ვიდრე არ ეცოდინებათ მყარად განვლილი მასალა
დამატებითი მასალა:
საკლასო სამუშაოს მსგავსად შეასრულონ:
ზედსართავ სახელს გაუსვან კლაკნილი ხაზი,არსებით სახელს ერთი სწორი ხაზი,მოქმ.აღმნიშვნელს ანუ ზმნას ორი სწორი ხაზი,(ფანქრით და სახაზავით იმუშაონ)დააწერონ კითხვები ფანქრით.
1)სოსომ და გიგიმ ქაღალდის გემი გააკეთეს.
2)შერცხვენილმა მეზობელმა პავლეს ცული აჩუქა.
ვიმედოვნებ,რომ უქმეებს გამოიყენებთ მაქსიმალურად,რათა მოსწავლეების აკადემიურიოსწრება იყოს მაღალი❤❤❤
ინგლისური:გადადით ლინკზე გახსენით
მშობლებს გთავაზობთ კიდევ ერთ პროექტს.📖📚📝✂
პანდემიიდან გამომდინარე ვერ მოვახერხეთ მრავალი დაგეგმილი აქტივობის განხორციელება.მშობელთა ჩართულობა დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით....
გამომდინარე იქიდან,რომ წელს მოსწავლეებმა შეისწავლეს იგავ-არაკები,ვფიქრობ მშობელთა ჩართულობით შეიქმნას 4 (დიდი)ილუსტრირებული წიგნი,რომლებშიც წარმოდგენილი იქნება,როგორც ქართული,ასევე უცხოური იგავები!
წელს ხელოვნებაში შეისწავლეს: პეიზაჟი ,აპლიკაცია და პორტრეტი.აღნიშნული თემების გამოყენებით მარტის ბოლოსთვის დავასრულოთ წიგნების დეტალებზე მუშაობა(ხატვა,წერა და სხვა...)
მშობლები,რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ პროექტში ,მუშაობის პროცესს დაააურათებენ(❤❤❤)
#ჩვენერთიგუნდივართ
Comments
Post a Comment