ხელოვნება
წაუკითხეთ...იცოდნენ რა უდევს საფუძვლად კვერცხის ღებვის რიტუალს....
გადადით ლინკზე
სააღდგომო კვერცხები
იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მარიამ მაგდალინელი სახარების საქადაგებლად რომში ჩავიდა და იმპერატორ ტიბერიუსს ეახლა .
იმპერატორთან ძღვენის გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა.შეძლებულ მოქალაქეებს ძვირფასი საჩუქრები მიჰქონდათ,ხოლო ღარიბებს -ის,რისი საშუალებაც ჰქონდათ. მარიამ მაგდალინელმა,რომელსაც ქრისტეს რწმენის გარდა არაფერი ებადა,ტიბერიუსს ქათმის კვერცხი გაუწოდა და ახარა: ,,ქრისტე აღდგა!’’
იმპერატორს ამის გაგონებაზე გაეცინა და განაცხადა, მკვდრეთით აღდგომა ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლებაო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. მარიამმა იმპერატორს ისიც აუწყა, რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, წითელი კვერცხი - მაცხოვრის აღდგომისა. ეს გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხებით მიელოცათ.
გადადით ლინკზე
სააღდგომო კვერცხები
Comments
Post a Comment