22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღე
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
დღეს ჩვენ უამრავი პრობლემა გვაწუხებს, რომლის მოგვარებასაც ყოველდღიურად ვცდილობთ. სწორედ ეს პატარ-პატარა პრობლემები, გვავიწყებს იმ უმთავრეს საკითხს, რომელზე ფიქრი და ზრუნვა აუცილებელია. ესაა გლობალური დათბობა, რომელიც უმნიშვნელოვანესი საკითხი და უმთავრესი პრობლემაა დღევანდელი ადამიანისთვის.

სწორედ მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან, გახდა ცნობილი თანამედროვე კლიმატის ცვლილებები, როდესაც შეამჩნიეს მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდა და გახშირდა კლიმატური კატასტროფები.
დღეს უკვე აშკარაა, რომ გლობალური დათბობა რეალური და სერიოზული პრობლემა, რომელზეც თვალს ვერ დავხუჭავთ. თანამედროვე კლიმატის ცვლილება გამოწვეულია ადამიანის საწარმოო საქმიანობით და პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიალიზაციას.
ასევე კლიმატის ცვლილება უკავშირდება ბუნებრივ ცვილებებს, როგორიც არის კონტინენტებისა და ოკეანეების ზომების ცვლა.

ჩემო პატარა მეგობარო! ამ დღის აღსანიშნავად დაამზადე ბუკლეტი,დახატე ნახატი,დაისახე მიზანი და ლამაზი ფორმით მომაწოდე,რომ შენი პატარა ხელებით შექმნილი შედევრი შენ თანატოლებს გავაცნო.
👏
ReplyDelete