ჩემო ძვირფასებო!9მარტიდან 15 მარტის ჩათვლით საგაზაფხულო არდადეგები გამოცხადდა....


ქალი წვიმაა... ცვალებადია... ქალი მზეა და
ქალი მთვარეა
ციური ვარსკვლავია, ღრუბელი ნისლია,
უცხო პლანეტაა, ფერადი ყვავილია,
მიუწვდომელია , აუდენელია,
ქალი აპრილია,
ქალი მაისია, ეკალი,ვარდია... ბედნიეებაა,
დღესასწაულია,
ქალი გიშერია, ძოწი, ალმასია...
იგი მაცდურია , მაგრამ ლამაზია
ქალი მაგიაა, სიყვარულის ღვთაებაა...
ქალი ქმნილებაა ,ქალი შედევრია...
ერთადერთია.....
ქალი ღვინოა.... თავბრუდამხვევია...
გონის ამრევია .....ქალი რა არის?
ბედის ირონია....და მაინც....გაზაფხული ხომ ჩვენი დღესასწაულია....წინასწარ გილოცავთ დედის დღეს....ბედნიერი დედობა მოგმადლოთ უფალმა....დაე, ჩვენს გულებში მარადიული გაზაფხული  დამდგარიყოს.....

მაქსიმალურად გამოიყენეთ არდადეგები...გაიწაფონ კითხვასა და წერაში..დედაენის სახელმძღვანელოდან ყოველდღიურად იკითხონ ტექსტები,გაეცნონ უცხო სიტყვებს და ისწავლონ მნიშვნელობები....

თვალი ადევნეთ ბლოგს ყოველდღიურად...პერიოდულად დავდებ დავალებებს,რომელსაც გამოვიკითხავ და შევამოწმებ 16 -ში.


რუსუდან მასწავლებლისგან  რეკომენდაციები არდადეგებზე....

(გამოვიყენოთ დრო)გააცანით რიცხვები 20-ის ჩათვლით. გამოაწერინეთ თითო მწკრივი 16,17,18,19,20. გაარკვიონ თითოეულში რამდენი ათეული და რამდენი ერთეულია,რამდენი სრული ერთეულია,კენტია თუ ლუწია,დასსახელონ წინა და მომდევნო რიცხვები.....თვალყური ადევნეთ ბლოგს...ორი კვირა ვერ მოვადუნებ ჩემს პატარებს💗💗💗დავდებ დავალებებს და მოვითხოვ 16 -ში.

Comments

Popular posts from this blog