პირველი სტუმრობა თეატრში


თეატრი ხელოვნების ის დარგია, რომელსაც დასაბამი ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან აქვს, იგი დღემდე ვითარდება და იცვლება. თეატრი ხელოვნების ისეთი რელიქვიაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც მამისგან შვილს მისი გვარი და ამ საგვარეულო ჯაჭვის გაწყვეტა შეუძლებელია!
       თეატრი ეს ის ადგილია, სადაც სცენაზე, შენს ცხოვრებას გვერდიდან უყურებ, შეიძლება მოულოდნელად რომელიმე მსახიობში, შენი თავიც დაინახო… კინოსგან განსხვავებით თეატრში ყველა სიტყვა,გრძნობა და მოქმედება უფრო მძაფრ და რეალისტურ შეგრძნებებს ტოვებს მაყურებელში ვიდრე სახლში, ტელევიზორში ნანახი ცხოვრებისეული ან სხვა მსგავსი ფილმი.
     სწორედ  ბავშვობის ასაკიდან ეყრება საფუძველი ხელოვნების ამ დარგის სიყვარულს.
მოსწავლეები ეწვივნენ თეატრს"მეორე სახლი",სადაც იხილეს სპექტაკლი "მეფე ლომი".ემოციებითა და ინტერესით მიმდინარეობდა სპექტაკლის ორივე ნაწილი.
მადლობა ჩემს პატარებს ქცევის წესების დაცვისთვის,ხოლო მათ დედიკოებს ერთსულოვნებისთვის.იმედი მაქვს ყოველი გასვლა იქნება მსგავსი.
"ჩვენ ერთი გუნდი ვართ"❤





























Comments

  1. მადლობაა ჩემო ძვირფასოოო ნინო მასწავლებელო

    ReplyDelete
  2. უღრმესი მადლობა თქვენ❤

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog