დედაშვილობა

ბავშვი, რომელიც დედამიწაზე მოსავლენად ემზადება, ღმერთს ეკითხება:
— უფალო, მითხრეს რომ მალე დედამიწას უნდა მოვევლინო, მაგრამ ასეთმა პატარამ და უმწეომ, იქ როგორ უნდა ვიცხოვრო?
— ყველა ანგელოზთა შორის შენთვის ერთი ამოვარჩიე. ის შენ გელის, შენზე იზრუნებს და დაგიცავს. ანგელოზი ყოველდღე გიმღერებს და გაგიღიმებს. ამგვარად შენ მის სიყვარულს შეიგრძნობ და ბედნიერი იქნები.
— ენა რომ არ ვიცი, ადამიანების ნათქვამს როგორ გავიგებ?
— დედამიწაზე რაც კი ლამაზი და ტკბილი სიტყვებია, ანგელოზი დიდი სიყვარულით შეგასწავლის.
— კეთილი უფალო. შენთან საუბარი რომ მომინდეს, როგორ მოვიქცე?
— ანგელოზი პირჯვარს გადაგსახავს და ლოცვას გასწავლის.
— გავიგე, რომ დედამიწაზე ცუდი ადამიანებიც ყოფილან, მე ვინ დამიცავს?
— ანგელოზი თავის სიცოცხლესაც კი გასწირავს შენს დასაცავად.
— მე ძალიან ვწუხვარ, რომ ვეღარ გნახავ…
— ანგელოზი გამუდმებით გესაუბრება ჩემზე და ჩემსკენ მომავალ გზას გიჩვენებს…

ამ დროს სამოთხეში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. დედამიწიდან გამოსული ხმები სამოთხეს სწვდებოდა. პატარა მიხვდა, რომ წასვლის დროა და ბოლო შეკითხვა დაუსვა უფალს:
— უფალო, თუ უკვე მოვიდა ჩემი წასვლის დრო, სწრაფად მითხარი, რა ჰქვია ჩემს ანგელოზს?
— მისი სახელი საჭირო არ არის, შენ მას დედას დაუძახებ…

ცხოვრებაში ასეთი საოცარი ლოცვა არ წამიკითხავს .....
ხოდა გისურვებთ,სწორედ ამას,რასაც მოხუცი გლეხის ლოცვა ჰქვია თურმე.....
"თვალმშრალი დედა გამყოფოს  შვილო, ღმერთმა".
უდაუდ , ამზე ოცნებობს ყველა დედა....

Comments

Popular posts from this blog