დავალება7,8,9,10,11

კლასგარეშე ხუთშაბათისათვის....დრო გამოიყენეთ და ისწავლეთ საფუძვლიანად......

არ ვიცი ასე რამ შემაყვარა

ყველა ხევსური და ყველა სვანი, 
ქართველი ქალი თვალებმაყვალა, 
ჩემი თბილისი და ფიროსმანი, 
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! 

მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, 
ცოცხალი არვინ არ მიიკარა, 
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ 
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას. 

ძილგატეხილი და არელი 
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას, 
მერე შეკრთება, ვით მთვარელი 
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს. 

ქართული ზეცა, ქართული ზვარი, 
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა… 
ჩემი თბილისი და ფიროსმანი, 
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
ლადო ასათიანი1939

Comments

Popular posts from this blog