გაზაფხული დადგაოოოო....გილოცავთ ჩემო ბარტყებოოოო

მინდა ისეთივე ხალისიანები,მოუსვენრები და ლაღები იყოთ,როგორიც გაზაფხულია...ისეთივე აყვავებული ბავშვობა გქონდეთ როგორიც გაზაფხულია....

გადადით ლინკზე →








 პაწაწინა ენძელა
მარტობა გეძნელა?

ვიყოთ ჩემთან ერთადო,
რაც არ უნდა ეცადო,
ჩემზე ერთგულ მეგობარს
ვერ იპოვი ვერსადო. 


მათემატიკა: 

 დახაზეთ და უასუხეთ...












შემოხაზე ზედმეტი სიტყვა: კალამი,წებო, ვარდი ,რვეული
                                                    
     

                                          ხახვი,სტაფილო,ლიმონი,ბოლოკი


დახაზეთ ცხრილი,რომელშიც იქნება  რიცხვები შემდეგი თანმიმდევრობით:
70,81,58,31,42,50,90,42....( ეს რიცხვები წარმოადგენს ჯამს)
ამოხსენით მაგალითები და შესაბამისი ასო  ჩწერეთ გრაფაში.....რა სიტყვას მიიღებთ?

30+40 ს
62-20 ო
82+8 ლ
74+7 ა
23+8 შ
56-6 ბ
53+5 მ
49-7 ო

ქართული:
ნოდარ დუმბაძის ლექსი დასაწერად 12 ფურცლიან რვეულში
მოქმედების აღმნიშვნელ სახელებს გაუსვით ორი ხაზი.


გაზაფხული

ღამეა, ცაში ომია,
ელვა ქვემეხებს ისვრის,
ქარმა ღრუბელი დაგლიჯა,
დინა თეთრი სისხლი,

წვიმა თქრილით მოვარდა,
ტყე დაბურა ნისლით.
დილით მზე ამოჩახჩახდა,
გადაბარდნა ნუში,

რაღაცამ გამოიღვიძა,
გათამაშა გულში,
ბებიამ უთხრა ბაბუას:
- გაზაფხულდაო გუშინ. 











Comments

Popular posts from this blog