სკოლა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა თემატიკის პროექტს. კომპანია "ტენე",რომელიც მეორადი გადამუშავებით აწარმოებს სხვადასხვა სახის პროდუქტს ჩვენი პარტნიორია.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ მე-4 კლასის მოსწავლეები.
ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ შეაგროვონ და მოიტანონ პლასტმასის ბოთლები და სხვადასხვა მეორადი გამოყენების ნივთები, მოათავსონ კომპანია "ტენეს" ყუთებში,რომლებიც სკოლაშია წარმოდგენილი.
#გაუფრთხილდიბუნებას
#დაიცავიგარემო
#ითანამშრომლეტენესთან
მათემატიკა
სახელმძღვანელოდან გვ 85 სულ.
ჩემო ძვირფასებო!
ვინც მიცნობს,უკლებლივ ყველამ იცის , როგორ მიყვარს ჩემი დაბადების დღე. ყოველ შემატებულ წელს განსაკუთრებული სიხარულით ვხვდები,მადლობა უფალს ამისთვის.
დღეს კი თქვენ შეძელით განსაკუთრებული ემოციის შემოტანა.მასწავლებლისთვის არ არსებობს იმაზე მეტი "სტატუსი", რასაც ბავშვები ანიჭებენ!♥️მათი სიყვარულით ანთებული თვალები,თბილი სიტყვები და ემოციები ყველაზე დიდი "პორტფოლიოა".
მიყვარხართ,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა "დღესასწაულისთვის", იმ ზღვა ემოციისთვის,რაც დღეს მომანიჭეთ♥️♥️♥️
❤❤
ReplyDelete